#ლექსები
გამათბობელი (ციკლიდან - ,,ეროტიზმი ბიბლიაში”)
ნინო დარბაისელი
6. ჩახუტებისა
- გესმის, აკბარო, პაწაწინავ?! ნუ გეგონება, რამე იცოდე ჩახუტებისა. ჩახუტება - ბევრნაირია.
სხვა არის, როცა მონატრებულს გულში გიკრავს დედა-მშობელი, გეფერება და თითქოს ისე გაპატარავებს, მღვიმეში უნდა დაგიბრუნოსო; ან გეხუტება დედმამიშვილი, თითქოსდა წლები არც გასულა და რიკფაინის სათამაშოდ, ძველებურად გაგაქცუნებსო; სხვა - როცა დობილს კარგახნის შორი, უნახავი ხვდება დობილი; ეხუტება და თითქოს ეჭვი უნდა დაახრჩოს, ჩემი ნათქვამი არაფერი გაუთქვიაო; მოღალატური ჩახუტებაც არის ცნობილი, გეკვრის და თითქოს თან სხეულზე ადგილს გისინჯავს, დანა რომ დავკრა, სად უფრო კარგად შეცურდებაო… მტრობის - არ გვინდა, სიყვარულზე ვილაპარაკოთ! სულ სხვაგვარია ჩახუტება ახალთახალ შეყვარებულთა, რიდიანი, გამოსაცდელი, ორივეს უკან გასახტომი მანძილი რომ აქვს შეგულებული; განშორებულთა ჩახუტებაც სრულიად სხვაა, თითქოს ცდილობენ, ტკბილი ცრემლებით ჩამოიბანონ დროის კვალი პირისახიდან; ეხუტებიან უკვე ყოფილი შეყვარებულნიც, უკვე სხვადასხვა მხარეს წასულნი, ეს ჩახუტება ნარევია წამიერი სითბოსი და ცივმეგობრობაგარეული სიყვარულისა, ყველას სჯობია ჩახუტება, რომლის იქითაც რაღაც საერთო ნეტარების მწვერვალებია, ან მონატრებულ წყვილისცალთან შორეული ნეკი-ნეკისა, ეს- ისეთია, ისეთი დენის გამტარია, ქვეყნად ვერცერთი ჩახუტება ვერ ეტოლება... თუმცა შენ ამას რას გაიგებ, საქმესთან - ახლო!
ვინმე მოხუცსა და ავადმყოფს გასათბობად თუ ეხუტები, იმის ლოგინში ფიცრის ნაფოტად კი არ ეგდო, ზურგიდან კარგად შემოეხვიე ხელებით და და ფეხებითაც შემოეხლართე! წარმოიდგინე, ზეთისხილის ტოტისაგან გამოთლილი კოვზი ხარ თითქოს, ის კიდევ - შენი ულუფაა. შეჭამანდია, წვეთიც არ უნდა დაგეღვაროს, არ გაგიცუდდეს! რატომ ზურგიდან? იმიტომ, რომ ავადმყოფს ხომ ჰაერი უნდა, სუნთქვა უნდა, როდისაც - როგორ და რამდენიც გაუხარდება, ჰო და თუ არ გთხოვს, კისერშიაც არ ჩააორთქლო, ცხვირ-პირი გარეთ მიიბრუნე, არავინ იცის, რომელ ავადმყოფს როდის ვისგან რა ეამება. სხვა რაღა გითხრა მაგ საქმისა? ჰო, კიდევ, ერთი - ზედმეტ კოტრიალს მოერიდე, დასაფარებლის შენკენ ქაჩვას, შიგ გამოხვევას, მგრძნობიარეა ავადმყოფი კაცის სხეული, ყოველი შენი გადაბრუნება ძილ-ღვიძილში ციხე-გალავნის ჩამონგრევად მოეჩვენება. - - ასეთ საუბრებს მიმართავს ემი შუადღეზე, დაძინებამდე, დამავალესო, თანდათან რამე შეასწავლე, აუხსენი, შენ ხელშიაო!
7. ოთახი
მთელი სასახლის დარბაზებში - იატაკზე - მოზაიკაა, ჩემს ოთახში კი, ყველაფრისგან განაპირაში - ფილაქანი, ზედ ჭილოფებდაფენილი, დაბალი ტახტი და მაგიდაც ასე დაბალი. შუქი პატარა სარკმლით შემოდის, ზეთის სანთელი სულ გვინთია. შმორის და ობის ეშინია ემის ძალიან, ჭირი იცისო და მდუღარეში ჩარეული მყრალი გოგირდით აქაურობას მალ-მალ რეცხავენ.
გუშინწინ ვკითხე, ემი, აქ რა ხატია-მეთქი და ტახტის უკან დავანახვე და ხედავ, მაინც მოუსწრიაო?! წრიულად სახე იყო მუქწითლად შემოხაზული, ზედ ორი თვალი, ცხვირის ხაზი და პირღიადან - ენა იყო გამოყოფილი და დაბლა ენა - წრიულად არა, არც წვეტიანად, ზედ გადასმული სწორი ხაზით ბოლოვდებოდა. თავისი სისხლით და ნეკათი უხატიაო…
შენამდე - ერთი გოგო გვყავდა, ცუდი არ იყო, ენა მოაჭრეს, მაგრამ დენა არ შეუჩერდა, რა არა ვცადეთ, მაგრამ დილამდე სისხლისაგან დაგვეცალაო.
ეგ არ გენახა, მე თვითონაც ვაპირებდი დღეს ენაზე შენთან ლაპარაკს. მომილოცია, კარგი თვალით გიყურებენ! მეფეთა-მეფემ, მორჩილიაო, მონდომებული, ერთხელ გაგუდვას გადამარჩინა, გამოდგებაო და გადაწყვიტეს, ორი მთვარე რომ შესრულდება, შენც სხვებივით კი არ მოგკლავენ, აქ დავიტოვოთ, მარტო ენა მოვაჭრათო, აი, როგორი იღბლიანი ხარ!
მე თუკი ცოცხლად, ამდენი ხნით აქ დამიტოვეს, ენა რატომ-ღა არ მომაჭრეს?! ბეთშიბას მოვყევ სასახლიდან, იმის კბილა ვარ, პირველი შვილი - მე მივიღე, მეორისა - სოლომონისა - გადია ვიყავ, იმის ტირილზე ძუძუებიდან რძე თქრიალით გადმომდიოდა. რომ გაიზარდა, ყრმა სოლომონმა, პირველ ბრძოლაში მიმავალმა, ყველას ფიცი დაადებინა, რომ ასე დავრჩე, ემი, ემიო, ჩემი ემიო, ასე მკითხულობს, პატარობისას ერთხელ გულში ჩამეხუტა და მეკითხება, არ შეიძლება, შენ რომ დედა დაგიძახოო? ბეთშიბა? მუდამ ცოლი იყო მეფეთ-მეფისა, მოუფროსე, სხვა ცოლებში და საყვარლებში გამორჩეული, შვილს იშვიათად თუ აკითხავდა, წესი ასეა! აქ, სასახლეში გადია - დედის ტოლფასია, დედა - დედოფლის, დედოფალი?! - ეს უკვე ისე, რასაც მეფე მოიწადინებს. დავითს - არა და სოლომონს კი, მომავალ მეფეს - დედამისი, ის ბეთშიბა, ზოგჯერ სიცხიანს ბროწეულს რომ უგზავნიდა ან ორ კბილ ხურმას, ცოტა თხილით, გებირად უნდა! მთლად გებირად! გებირა რაა? - დედოფალთა დედოფალია! მე კი გადია, დედათა შორის უდედესი… გამიშვან მაინც! ან რომ გამიშვან, სად წავიდე! ერთი შვილი მყავს, სოლომონზე ცოტა უფროსი, ისიც - სხვა ქალის გაზრდილია, თავისებთან, ტოლ-სწორებთან ახლო დაბაში, გალავანგარეთ. წესიერია და მამაცი, მეფის საჭურველმტვირთველია, ცოლშვილიანი, ხანდახან ცოტა ჩირს თუ მივაწვდი, რომ შვილიშვილებს მოვუკითხო, რაც აქ ბევრია. ნასასახლარი - იმათ კარზე მე ვერ მიუვალ.
დღე - დაიძინე, საღამოთი - საქმეს მიხედე, გათენებულზე იქ მოგაკითხავ და გამოგყვები, სადაც ენის მოსაჭრელია. ეგ დედოფალაც, აქამდე ვითომ მე რომ მიმალე, გამოგადგება, თან წაიყვანე, როგორც აქამდე მოგიყვანია. მანამდე - დროა. თუ რამე გინდა, დღეს მითხარი, ახლა მითხარი, თორემ ხვალე გვიან იქნება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. 8. ტალანი წავიკითხე
"თუ ვერ გადავრჩით, ვერც მე, ვერც ბავშვი", ამ ფრაზამ დამზაფრა... ვიგრძენი 8. ტალანი წავიკითხე
"თუ ვერ გადავრჩით, ვერც მე, ვერც ბავშვი", ამ ფრაზამ დამზაფრა... ვიგრძენი
3. მადლობა, მუხა! ვიფიქრე ცოტა დავისვენებ- მეთქი, მაგრამ ეს თუ არ მოვიშორე, სხვა სასწრაფო საქმეები მიკაკუნებს უკვე კარზე და თავს ძალა დავატანე, მერვეც შევიყვანე ფაილში და დავარედაქტირე .
ოთხი-ღა დამრჩა,
#ლექსები
ნინო დარბაისელი
გამათბობელი (ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)
8. ტალანი
- ბინდდება უკვე და მეც მზადა ვარ, ტალანს უნდა გავუყვე იქით. განთიადიდან ალბათ სიტყვასაც ვეღარ გავცვლით, ამიტომაც ახლა მისმინე:
- ის შენი შვილი მკვდარია, ემი, უკვე ერთი წელიც იქნება. რატომ არავინ გაგაგებინა? აბა რა ვიცი, არ ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, მოკეთე ალბათ იფიქრებდა, რას უშველისო, გული რაღაზე მოვუკლათო. იმისი ბიჭი, უფროსი და მამასავით ტანმაღალი, ჯანღონიანი, სემუელი, იმის ადგილას აიყვანეს სოლომონის ამალაში. მამამისს თხოვნა მოუსწრია, ახალ მთვარეზე, ბაღის კუთხეში დაგლოდებოდა და შენს სტვენას რომ გაიგებდა, ის ნუგბარი ჩამოერთმია, ეგეთი სტვენა ვიწვალე და მეც კი ვისწავლე. და უკვე ორჯერ მოდიოდა და როცა ხელის ჩაჭიდება აღარ კმაროდა, იქითა მხრიდან ბუჩქს ძირი ხანჯლით გამოუთხარა, აქედან ცოტა მეც მივეშველე და როგორც იქნა, ჩავიხუტეთ, როგორც კი სადმე გაგიგულებდით, შემოძვრებოდა დასტვენაზე და ნეტარებას ვეძლეოდით, როგორც შეგვეძლო. თავიდან - ამის იქით - არაო, წელთან მკაცრ საზღვარს დამიდებდა, მტანჯავდა და თავს იწვალებდა, მე დავაძალე და საბოლოოდ ჩემს ნებას დაჰყვა და იმის მერე არ მინანია - ბაღი - ჩვენი სარეცელია!
ორი მთვარეა, ქალი ვარ და ქალური წესი აღარ მქონია, თუ გადავრჩები, შენებურად უკვე ჩემთვისაც უნდა უსტვინო და გაგვეცალო. თუ გინდა, შორით გვიდარაჯე; თუ ბავშვი გაჩნდა, შვილთაშვილად გეკუთვნის და როგორც გინდა, შვილად გაზარდე, თუ გოგო იყოს, ჩემს სახსოვრად, აკბარი ერქვას, თუ ბიჭი - მოსე- შენი ბიჭის სახელი. თუ ვერ გადავრჩით, ვერც მე, ვერც ბავშვი, დე, სემუელი თავის მეომრულ ბედს ეწიოს, გააგებინე, თავის აკბარს ნუ მოელის. ჩემს ერთადერთ სიმდიდრეს კი - ჩემს დედოფალას - შენ მიმიხედე! ამოვისუნთქე, ეს ყველაფერი რომ გითხარი. განთიადიდან ენაც რომ მქონდეს, სხვა სათქმელი არაფერი მაქვს…
ქალს გონარეულს, მოქვითინეს გულში ჩაეკრა, მოხურა კარი და აკბარი მეფეთ-მეფის საძინებლისკენ ხელში სანთლით ტალანს გაუყვა. მადლობა, მუხა! ვიფიქრე ცოტა დავისვენებ- მეთქი, მაგრამ ეს თუ არ მოვიშორე, სხვა სასწრაფო საქმეები მიკაკუნებს უკვე კარზე და თავს ძალა დავატანე, მერვეც შევიყვანე ფაილში და დავარედაქტირე .
ოთხი-ღა დამრჩა,
#ლექსები
ნინო დარბაისელი
გამათბობელი (ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)
8. ტალანი
- ბინდდება უკვე და მეც მზადა ვარ, ტალანს უნდა გავუყვე იქით. განთიადიდან ალბათ სიტყვასაც ვეღარ გავცვლით, ამიტომაც ახლა მისმინე:
- ის შენი შვილი მკვდარია, ემი, უკვე ერთი წელიც იქნება. რატომ არავინ გაგაგებინა? აბა რა ვიცი, არ ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, მოკეთე ალბათ იფიქრებდა, რას უშველისო, გული რაღაზე მოვუკლათო. იმისი ბიჭი, უფროსი და მამასავით ტანმაღალი, ჯანღონიანი, სემუელი, იმის ადგილას აიყვანეს სოლომონის ამალაში. მამამისს თხოვნა მოუსწრია, ახალ მთვარეზე, ბაღის კუთხეში დაგლოდებოდა და შენს სტვენას რომ გაიგებდა, ის ნუგბარი ჩამოერთმია, ეგეთი სტვენა ვიწვალე და მეც კი ვისწავლე. და უკვე ორჯერ მოდიოდა და როცა ხელის ჩაჭიდება აღარ კმაროდა, იქითა მხრიდან ბუჩქს ძირი ხანჯლით გამოუთხარა, აქედან ცოტა მეც მივეშველე და როგორც იქნა, ჩავიხუტეთ, როგორც კი სადმე გაგიგულებდით, შემოძვრებოდა დასტვენაზე და ნეტარებას ვეძლეოდით, როგორც შეგვეძლო. თავიდან - ამის იქით - არაო, წელთან მკაცრ საზღვარს დამიდებდა, მტანჯავდა და თავს იწვალებდა, მე დავაძალე და საბოლოოდ ჩემს ნებას დაჰყვა და იმის მერე არ მინანია - ბაღი - ჩვენი სარეცელია!
ორი მთვარეა, ქალი ვარ და ქალური წესი აღარ მქონია, თუ გადავრჩები, შენებურად უკვე ჩემთვისაც უნდა უსტვინო და გაგვეცალო. თუ გინდა, შორით გვიდარაჯე; თუ ბავშვი გაჩნდა, შვილთაშვილად გეკუთვნის და როგორც გინდა, შვილად გაზარდე, თუ გოგო იყოს, ჩემს სახსოვრად, აკბარი ერქვას, თუ ბიჭი - მოსე- შენი ბიჭის სახელი. თუ ვერ გადავრჩით, ვერც მე, ვერც ბავშვი, დე, სემუელი თავის მეომრულ ბედს ეწიოს, გააგებინე, თავის აკბარს ნუ მოელის. ჩემს ერთადერთ სიმდიდრეს კი - ჩემს დედოფალას - შენ მიმიხედე! ამოვისუნთქე, ეს ყველაფერი რომ გითხარი. განთიადიდან ენაც რომ მქონდეს, სხვა სათქმელი არაფერი მაქვს…
ქალს გონარეულს, მოქვითინეს გულში ჩაეკრა, მოხურა კარი და აკბარი მეფეთ-მეფის საძინებლისკენ ხელში სანთლით ტალანს გაუყვა.
2. იცი როგორ მომეწონა ჩახუტებისა? ვერ წარმოიდგენ, ნინო მაოცებ, სად გეტევა ამდენი ცოდნა-მარაგი?! მადლობა!
იცი როგორ მომეწონა ჩახუტებისა? ვერ წარმოიდგენ, ნინო მაოცებ, სად გეტევა ამდენი ცოდნა-მარაგი?! მადლობა!
1. მუხა! აქ - კომენტარში რომ დაგიდე, ისიცაა, ანუ მეექვსე და მეშვიდეა ბოლოში. სულ 12 თავისგან შედგება. ეს მძიმე თავია და მე თვითონ გავსკდი ღრიალით. ჯერ ორი დღე მაინც გაგრძელების აწყობას ვერ მივეკარები. მუხა! აქ - კომენტარში რომ დაგიდე, ისიცაა, ანუ მეექვსე და მეშვიდეა ბოლოში. სულ 12 თავისგან შედგება. ეს მძიმე თავია და მე თვითონ გავსკდი ღრიალით. ჯერ ორი დღე მაინც გაგრძელების აწყობას ვერ მივეკარები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|