ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2023


მ ა რ ა ნ ა თ ა

მოირყევა როცა ცოდვით
სვეტნი ცანის კამარათა,
არ იქნება შესაცოდი
დედამიწა მასხარათა,

განსჯი სიბრძნით ყოვლისმცოდნის,
არ ღირს მიწა გასანათლად,
მოდი, მოდი, მაშინ მოდი,
მაცხოვარო, მარანათა!

7 ივლისი, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობა, 2023 წ.

მარანათა — (არამეულად) ,,მოდი, უფალო!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები