ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: თარგმანი
9 ივლისი, 2023


ცვეტაევა საცნობარნი

მარინა ცვეტაევა

საცნობარნი

გეგონება, კაბის  ქობით მომეზიდოს  შორი მთები,
აუტანლად მტკივა მთელი სხეული.
მე სიყვარულს ამ ტკივილის დავლით ვხვდები,
მთელ სხეულში ასე რომ  არეულა.
გეგონება, გაჩნდა ჩემში  რაღაც ველი,
რომ დაატყდეს ჭექა ნებისმიერი,
მე სიყვარულს ასე, მუდამ  შორით ველი
და ახლოდან  ვიცი მისი იერი.
გეგონება, გაეთხაროთ ჩემში ხვრელი
მთლად სიღრმემდე, სადაც მეფობს წყვდიადი,
მე სიყვარულს შიგნეულის ფეთქვით ვხვდები,
მთელ სხეულში ასე მომდებია და
კვნესის ასე. გამჭოლ ქარში  უფრიალებს
გაჭენებულ ჰუნეს  ქროლვით ფაფარი.
მე სიყვარულს ვცნობ, თუ ვიგრძნობ ხმაში  ბზარებს,
თუ ყველაზე ერთგულად  ნამყოფარი

წყდება ყელში სიმი,  ჟანგი,  მღვიმე შორი,
ხორცის წებო, მლაშე რამ  უცნაური.
მე სიყვარულს ვცნობ  ნაპრალით,
არა! -  ჟრჟოლით
მთელ სხეულს რომ
ერთიანად დაუვლის.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

მთარგმნელისაგან: “ცოცხალი მარილი” არის ხორცის წებო, აცეტატისა და ქლორის რაღაც ნაზავი.

          Приметы
Точно гору несла в подоле —
Всего тела боль!
Я любовь узнаю по боли
Всего тела вдоль.
Точно поле во мне разъяли
Для любой грозы.
Я любовь узнаю по дали
Всех и вся вблизи.
Точно нору во мне прорыли
До основ, где смоль.
Я любовь узнаю по жиле,
Всего тела вдоль
Стонущей. Сквозняком как гривой
Овеваясь, гунн:
Я любовь узнаю по срыву
Самых верных струн

Горловых, - горловых ущелий
Ржавь, живая соль.
Я любовь узнаю по щели,
Нет! - по трели
Всего тела вдоль!

@გადმომაქვს ფეისბუქიდან”

მარინა ცვეტაევას ეს შედევრი  უკომენტაროდ დავდე, რომ მკითხველს ტექსტთან უჩემო- უმთარგმნელ- უშუამავლო კავშირის საშუალება ჰქონოდა.
  რუსულ  და არა მხოლოდ რუსულ ეროტიკულ პოეზიაში, ზოგადად ლიტერატურაში  ეს არის მწვერვალი.
  საკუთარმა პოეტურმა სტილმა, ,,გამოტოვებებმა” პოეტესას საშუალება მისცა,  ისე აეგო ტექსტი,  მხოლოდ ვნებიანი კი არ ყოფილიყო, არამედ  ისე გადმოეცა მთელი აქტი, ფინალში  განცდილი ნეტარება იგრძნობოდეს, მაგრამ  ცოცხალი თევზივით ხელიდან უსხლტებოდეს მკითხველს.
ამისი გადმოტანა მინდოდა, ასევე მოუხელთებლად.
კარგი იქნება, ახლიდან, დაკვირვებით თუ წაიკითხავთ ორიგინალს
ვისაც მეტი სურს იცოდეს, თავად მარინა რას ფიქრობდა, ეწვიოს  ლინკს:

http://tsvetaeva.lit-info.ru/tsvetaeva/zapisnye-knizhki/zapisnaya-knizhka-10.htm

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები