უილიამ ბატლერ იეიტსი - მთის სამარე
დაასხით ღვინო, ვაჟკაცობის თუ შეგრჩათ მადლი, იცეკვეთ, ვარდის სურნელებით აავსეთ ბინა; მთიდან ჩანჩქერი გადმოქუხს და წყალს კვამლი ასდის, როზენკროიცერს - მამას ჩვენსას საფლავში სძინავს.
დაუშვით ფარდა და აჰყევით მხიარულ ჰანგებს სტვირის და ჩანგის, ათამაშდით ფერხულში ყინჩად, დარწყულდით ღვინით, დაისველეთ ამბორით ბაგე, როზენკროიცერს - მამას ჩვენსას საფლავში სძინავს.
კირთებით, ფუჭად მთის ჩანჩქერი ხმამაღლა ტირის, უკუნს ანათებს მარადიულ კანდელის ბრწყინვა, ონიქსის თვალში დატეული საუნჯით სიბრძნის, როზენკროიცერს - მამას ჩვენსას საფლავში სძინავს.
10 ივლისი, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://allpoetry.com/The-Mountain-Tomb
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|