ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
16 ივლისი, 2023


Dylan Thomas - Do Not Go Gentle Into That Good Night

დილან ტომასი - წყნარად ნუ წახვალ ბნელ ღამეში, გაუმკრთალ სხივის

წყნარად ნუ წახვალ ბნელ ღამეში, გაუმკრთალ სხივის,
მოხუცი უნდა ელვარებდეს, დღე გავა მინამ;
სინათლის სიკვდილს შეეგებე ჯანყით და რისხვით. 

ბრძენკაცთა გუნდმა უწყის გვშთანთქავს სიბნელე ცივი;
რადგან მათ სიტყვებს ვერ გააპობს ელვათა ბრწყინვა,
წყნარად არ წავლენ ბნელ ღამეში, გაუმკრთალ სხივის.

მწვანე ყურეში ბოლო ზვირთის როს ისმენს ხივილს,
ყვირის მართალი - ხანმოკლეა და მყიფე ფშვინვა,
სინათლის სიკვდილს  ეგებება ჯანყით და რისხვით. 

ველურნი, მზეს რომ ადიდებენ ჯადოსნურ სიტყვით,
თავზარდაცემით დაიწყებენ მალევე  გმინვას,
წყნარად არ წავლენ ბნელ ღამეში, გაუმკრთალ სხივის.

ლიბრგადაკრულნი, აღსასრულის მომცდელნი კიცხვით,
კომეტებივით, როცა მათი თვალები ბზინავს,
სინათლის სიკვდილს  შეხვდებიან ჯანყით და რისხვით. 

გთხოვ მამაჩემო, ვიდრე კვდომა დაგიპყრობს მიცვლილს,
დამლოცე, მწყევლე, დამატეხე თავს შენი ძვინვა,
წყნარად ნუ წახვალ ბნელ ღამეში, გაუმკრთალ სხივის,
სინათლის სიკვდილს შეეგებე ჯანყით და რისხვით. 

16 ივლისი, 2023 წ.

პოეტმა ლექსი უძღვნა მომაკვდავ მამას.


Dylan Thomas - Do Not Go Gentle Into That Good Night

Do not go gentle into that good night,
Old age should burn and rave at close of day;
Rage, rage against the dying of the light.

Though wise men at their end know dark is right,
Because their words had forked no lightning they
Do not go gentle into that good night.

Good men, the last wave by, crying how bright
Their frail deeds might have danced in a green bay,
Rage, rage against the dying of the light.

Wild men who caught and sang the sun in flight,
And learn, too late, they grieved it on its way,
Do not go gentle into that good night.

Grave men, near death, who see with blinding sight
Blind eyes could blaze like meteors and be gay,
Rage, rage against the dying of the light.

And you, my father, there on that sad height,
Curse, bless, me now with your fierce tears, I pray.
Do not go gentle into that good night.
Rage, rage against the dying of the light.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები