ქალავ, მოდი! მაჩუქე შენი თეთრი მანდილი, - ვაჟთა შორის რომ აგდებ ხევსურული ცეკვისას... შენს თეთრ მანდილს დავკოცნი, - როცა მომენატრები, ტაძრად შენთვის ვილოცებ დედო-ზარის რეკვისას.
ისევ ისე მწყურიხარ, ვით მწყუროდი წლების წინ, მეც ვცეკვავდი ქართულებს, კვლავ მწადია ცეკვა მე... თავს არ ზოგავ, სულ შრომობ ჩვენი წარმატებისთვის, სულ სხვა არის როდესაც ქართველები ცეკვავენ.
მახსენდება ბავშვობა - ფოთში გატარებული, სკოლა, პორტში მდებარე ქართულ ცეკვის სტუდია... ხელოვნებისათვის გვაქვს თავი გადადებული, პოეტების გუნდიც ხომ ხელოვანთა გუნდია.
ქალავ, მოდი! მაჩუქე შენი თეთრი მანდილი, - ვაჟთა შორის რომ აგდებ ხევსურული ცეკვისას... შენს თეთრ მანდილს დავკოცნი, - როცა მომენატრები, ტაძრად შენთვის ვილოცებ დედო-ზარის რეკვისას.
ოთარ რურუა
2023
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ოთარ ბატონო, მომასმენინე ეს ლექსი შენი სიმღერით. ოთარ ბატონო, მომასმენინე ეს ლექსი შენი სიმღერით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|