ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2023


9 აპრილი

მოდიან, მოდიან, რა შიში,
რის შიში, ჩვენს ფეხქვეშ მიწაა,
რა შიში, პირველი გამიშვი,
პირველი მე უნდა ვიწამო,
პირველი, მე უნდა ვეწამო,
მაწამონ, პირველი მაწამონ,
სხეულო, ძირმყარო ლერწამო,
შერხევაც არ ლამო წამწამო.

აპრილი ნისლშია, აისობს,
სიცოცხლე მთავარი როდია,
ჩვენთვის თუ არ მოხვალ მაისო,
ჩვენს მერეც, მოვლენ და მოდიან.

აისობს, აპრილი ნისლშია,
სულ სხვა და მზარავი ხმებია,
დედები სიკვდილს არ გვიშლიან.
დედებიც, ჩვენს თვალწინ კვდებიან.

სავალი უკიდეგანოა,
აუთავბოლოებს განაჩენს,
რომელიც თუ იმის გამოა
რომ აქვე მოვკვდეთ და გადავრჩეთ
რა შიში, რის შიში, მოდიან,
სხეულმა სიწითლე მონავა,
დაგიცავ, ქვა-ღელე-ლოდიან,
აწმყოდან წარსულში მომავალს
დავიცავ, ხმა-ხაო იოგით
თითქოს რომ აქამდე არ ვები
აქა ხარ წმინდაო გიორგი,
აქუხდეს ქაშვეთის ზარები,

პირველი, მე უნდა ვეწამო,
მაწამონ, პირველი მაწამონ,
სხეულო, ძირმყარო ლერწამო,
შერხევაც არ ლამო წამწამო.

ქვის ხელში შუბებად მომალვა
და თითქოს ქარია ტაიჭი,
აწმყოდან მაისში მომავალს,
ვისვრით და ხელებში დაიჭი.
მოდიან...
მოდიან...
მო...
დი...
ა...
ნ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები