ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 ივლისი, 2023


თამარი


მანდილოსნის სახელებიდან ,,თამარი“ განსაკუთრებულად მიყვარს, ქალიშვილი თუ მეყოლა, ,,თამარს“ დავარქმევ.

ეგ სახელი ჩემთვის პირველ რიგში თამარ მეფესთან ასოცირდება. თამარ გიორგის ასული ბაგრატიონი ყველაზე ჰუმანური მეფე იყო კაცობრიობის ისტორიაში, თამარმა პირველმა გააუქმა საქართველოში სიკვდილით დასჯა!

თამარი დავითის შვილთაშვილი იყო. თამარის მეფობის ეპოქაში, ქართველებმა თამარის თანამეცხედრის - დავით სოსლანის მეთაურობით ორი დიდი გამარჯვება მოიპოვეს: შამქორის და ბასიანის.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

სადაც სიყვარულს მართლა ფასი აქვს,
იმ ქვეყანაში გავჩნდი ღვთის ნებით...
კვლავ ვნატრობ დიდგორს, შამქორს, ბასიანს,
რომ გაიფანტოს შავი  ნისლები...

რომ გამარჯვების მწვერვალზე შედგეს
ჩემი ქვეყანა - მრავლის მნახველი,
მადლობა შვილებს, მამებს და დედებს,
მათ, - ვინც დასტოვა კარგი სახელი.

სადაც სიყვარულს მართლა ფასი აქვს,
ერთგულებასაც ამასთანავე...
მწამს: კვლავ მოვიგებთ დიდგორს, ბასიანს,
დავზრდით დავითებს, დავზრდით თამარებს!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები