 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2023 |
#ლექსები Bella Chekurishvili
ნინო დარბაისელი
მუზეუმგარეთ (ბელა ჩეკურიშვილს)
მუზეუმში თუ მუზეუმგარეთ მიყვარს შიშველი ფიგურების თვალიერება.
ვიცი, რომ ჩემი შენ ყველაზე უკეთ გესმის, მიქელანჯელო! შენ ქანდაკების და ზოგადად, ადამიანის ანუ მოკვდავთა და უკვდავთა გაშიშვლება რენესანსული, კადნიერი თავისუფლებით არ დაგიწყია, ძველ ტრადიციას ერთგულად მიჰყევ.
იქ კი - უძველეს ანტიკაში ჭაბუკი, ბიჭი მუდამ ბოლომდე შიშველია, მისი სხეული - სრულყოფილად სიჯანსაღეს, დაკუნთულობას მიესწრაფვის, კუტუც მოუჩანს, როგორც რამე, ფშატის კუნწულა. ასე ვლინდება იდეალი მშვენიერების!
ქვაში მსუნთქავი ქალღმერთები კი - ქალღმერთობენ ამ გაგებითაც, რომ შეუძლიათ, იყვნენ შიშველნიც და გულდაგულ შემოსილნიც, ანდა ნახევრადშემოსილები! ქალღმერთთა ტოლნიც ამ წესს მისდევენ,- ცხვირწამტვრეულნიც ქალღმერთობენ მარმარილოში.
ხელი შეახეთ მარმარილოს ისე უჩუმრად, მეთვალყურემ არ დაგინახოთ, ახლა სხვა ქვაზე გადადით და რა შეამჩნიეთ? ხედავთ? - თბილია, სხვა ქვებისაგან განსხვავებით, მთლად სხეულივით ვერა, მაგრამ მაინც თბილია!
აი, ქალწულიც! ტრადიციულად, - ანტიკაში ვინმე ქალწული არასოდეს არის შიშველი, შიშველ ქალწულებს - გვიანდელნი ეხარბებიან.
და გათხრებისას რაღაც სხეულის რამე ნამტვრევს თუ იპოვნიან, ხშირად სიშიშვლე-არსიშიშვლე, ერთადერთია, რომ დაადგინონ, ვის ეკუთვნოდა, ვისი სხეულის ნაწილი იყო, როგორი იყო მისი რაობა.
და არა მხოლოდ მუზეუმში, მუზეუმგარეთ, ყოველდროს, ყველგან მიყვარს შიშველი სხეულების თვალიერება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა! მე ვცდილობ, ისეთ თემებს, ფორმებს, გამოსახვის საშუალებებს მივაპყრო ყურადღება ლექსზე მუშაობისას, რაც ჩვენს პოეზიის არეალში ჯერ არ ყოფილა მოქცეული, რომ რამდენადაც შემიძლია, რაღაც შევმატო. ხან გამომივა კარგად, ხან არა. მთავარია, რომ მჯერა, საჭირო საქმეს ვაკეთებ ამ მხრივ. ვთვკი , რომ ეს ლექსი, რომელიც ლრაქტიკულად, მეგობრისადმი მიძღვნილ ექსპრომტად დაიბადა, გამომივიდა. მიძღვნა - ბელა ჩეკურიშვილის - გერმანიაში მცხოვრები ქართველი პოეტისადმი - ბოლო ვერსიაში მოვხსენი. კონტექსტმა,, ვეღარ დაიტია”. მადლობა მუხა! მე ვცდილობ, ისეთ თემებს, ფორმებს, გამოსახვის საშუალებებს მივაპყრო ყურადღება ლექსზე მუშაობისას, რაც ჩვენს პოეზიის არეალში ჯერ არ ყოფილა მოქცეული, რომ რამდენადაც შემიძლია, რაღაც შევმატო. ხან გამომივა კარგად, ხან არა. მთავარია, რომ მჯერა, საჭირო საქმეს ვაკეთებ ამ მხრივ. ვთვკი , რომ ეს ლექსი, რომელიც ლრაქტიკულად, მეგობრისადმი მიძღვნილ ექსპრომტად დაიბადა, გამომივიდა. მიძღვნა - ბელა ჩეკურიშვილის - გერმანიაში მცხოვრები ქართველი პოეტისადმი - ბოლო ვერსიაში მოვხსენი. კონტექსტმა,, ვეღარ დაიტია”.
1. ძალიან მომეწონა .
ძალიან მომეწონა .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|