#ეტიუდები
კი ვიპოვე, მაგრამ ვერ ვხვდები, რას ვაკეთებდი. ნეტა პირველი თურმეობითის ზმნები ხომ არ მაინტერესებდა?
ნინო დარბაისელი
აი, ასეთი!
“არც გულყვითელა იადონი ვარ, მღერით დაგატკბო, არც თუთიყუში - შენი ნათქვამი სიტყვა-სიტყვით გავიმეორო, შაშვიც არა ვარ -ალიონი რომ მოგახარო, და არც კიდევ საფოსტო მტრედი - რომ ამბები მიმოვაფრინო.
ერთი უბრალო ბეღურა ვარ, მზიან ამინდში - ფრენია და ხალისიანი, სიცივეში - სულ მობუზული, კეთილი ხალხის უხვად დაყრილი ნამცეცებით გამოკვებილი და თუ რაიმე უსაშველოდ გამიხარდება, ვჟღურტულებ კიდეც, რაც და როგორაც შემიძლია.
და თუ გინდოდა დაგეტოვე, რაკი ცოტა ხნით შემოგიფრინდი, ლამაზ გალიას ნუკი მიდგამდი, ეზოში ერთი ხე დაგერგო და ხანდახან რაფაზე რამე ასაკენკის დატოვებაც არასოდეს დაგვიწყებოდა!”
დაუწერია ეს ყველაფერი, მერე ალბათ დატოვება გადაიფიქრა, ღია სარკმლიდან გადააგდო. ქარს გაუშლია, წაუკითხავს და ხმელ ფოთლებში შეურევია. წითელ- ყვითლებში ეგდო ერთი- თეთრი- სველი და შავკლაკნილა, უსახელო და უთარიღო.
შემოდგომაა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. პირველი თურმეობითის ზმნები მე ძალიან მაინტერესებს.
პირველი თურმეობითის ზმნები მე ძალიან მაინტერესებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|