ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2023


ვარძია

მინდა ვეწვიო სტუმრად ვარძიას,
თუმც სამშობლოში არ ვარ სტუმარი...
რაც გაგვაჩნია, - ჩვენი განძია,
მაქვს სიყვარული გაუხუნარი.

მხოლოდ ჩვენია - ჩვენი ვარძია,
აქ ხმა... ხმა ისმის ნორჩი თამარის,
ჰქუხს სამი სიტყვა: ,,აქა ვარ ძია!“
ახალგაზრდობა კარგი რამ არის.

მესიზმრა: შოთა ,,ვეფხისტყაოსანს“
თვით უკითხავდა ქართველთა მნათობს...
სამარადისო დიდება მგოსანს!
დიდება მეფეს! მათი მზე მათბობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები