ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2023


სანამ ქვეყნად ცოცხლები ვართ...

სანამ ქვეყნად ცოცხლები ვართ,
სანამ გვიდგას პირში სული,
მოვუაროთ ერთმანეთს და
დავაფასოთ სიყვარული.

გავუფრთხილდეთ იმათ გულებს,
რომ იწვევენ ჩვენში ნდობას...
მამულისთვის შეწირულებს
ისევ ვეტყვი შესანდობარს.

მინდა ღამე გავათენოთ,
რუსთაველზეც გვიმღერია,
კიდევ დიდხანს აჯანმრთელოს
ღმერთმა ჩვენი ივერია.

გვიქებს ერი კალმებს, ფუნჯებს,
მისთვის მთებიც უნდა შევძრათ...
ვუპატრონოთ სამ საუნჯეს,
ილიამ რომ გვიანდერძა.

თუმც აღარ გვყავს არც ზვიადი,
არც მერაბი, არც დავითი,
მათ საკადრის შვილებს დავზრდით
და ერთგულებს კვლავ დავითვლით.

სანამ ქვეყნად ცოცხლები ვართ,
სანამ გვიდგას პირში სული,
გულები გვაქვს საქართველოს
სიყვარულით დაზაფრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები