ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2023


მაძინარა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მაძინარა

რაც მეტად უნდათ,
მიგალურსმონ დედამიწაზე,
ფრთებს იქნევ უფრო თავგამეტებით
და გაფრინდები,
გაფრინდები,
საკუთარი წარმოსახვების ათასფერადი ათასხმოვანი საუფლოსაკენ.

ჩემი მაღვიძარა  - ჩემი მაძინარაა.

თეთრად  ღამის გამთენებელს,
ახალჩათვლემილს,
ჯერ რომ ნაზად შეგახსენებს,
გაიღვიძეო,
მერე თანდათან ხმას უმატებს,
აყვირდება,  ადექიო
და ყოველ ჯერზე  თვალდახუჭული
ხელს რომ ურტყამ გასაჩუმებლად.

ამ დროის ძილი,
დილის ძილი,
განა არ უდრის მთელი ღამის გამოშუშვა- გამოძინებას?!

ჰოდა,  ასე -
ჩემი მაღვიძარა- ჩემი მაძინარაა!

მძინავს და დავფრენ,
თმის ღერიდან და ცხვირ-პირიდან,
ყელ-კისრის გავლით -მკერდზე,
მუცელქვეშ, 
მუხლისთავებზე,
ტერფებამდე -
ფრენის ქარი ბასრად მდინდება;
ადამიანებს,
სახლებს,
მთა- გორებს და მწვერვალებს,
დედამიწას და მთელ სამყაროს თავზე
რომ ვუფრენ.

რა პატარაა ყველაფერი,
როცა დაფრინავ და
ზემოდან მზერას შეავლებ.

ჩემი  უკმეხი მაღვიძარა - ჩემი  კეთილი მაძინარაა!

და თქვენი,
თქვენი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები