ლექსია გაღიმებულთან, ცნობარი ამად მავალი, იცოდნენ წარჩინებულთაც, უერთმანეთო წამალი, რომე ფიფქივით ქათქათა, დაამებულა ნადავლი, ასე ამბორი ამ ხმათა, სხვა საქართველო სად არი, მიმძმიმს სიშორის ელფერი, ფერები არის ხვალისა, სალი კლდის ფერი შხეფები, სანახი ჩვენი თვალისა, დავწერე ამად ვიფიქრე, ეხ ნეტავ იყოს ზავიო, არ შეგვაწუხებს სიფხიზლე, და არც მუხდალი სვავიო, მაგრამ არა ჩანს სამშობლო, ამ ადგილიდან შორადა, დილიდან დარდი საობლო, აღარ ჩანს გასაგონადა, ვეწვიეთ მთებს და ნანატრი, ხეობით გვიჩქებს გულია, ნახატი ჩვენი ნანახი, რა ვქნათ რომ დაკარგულია, ჩივილი არად შემოსეს, და სამოსია რჩეული, მე ამ საწუთროს მეხოტბე, დაგვტოვეს რომ არეული, ღიმილი ვიცი შორია, სიშორით ერთვის კიდობანს, აღარც რომ გამიგონია, ვინმე თუ გვაძლევს პირობას, რომ ერთად როსმე დავდგებით, სადგომი მყარი ხიდია, და ამ ერთობით ნაგები, არა არ განაყიდია, ესე ვიქარვებ ოცნებით, დარდებს და სევდას მარტოკა, მე ვერ მაძღარი კოცნებით, როცა ვიცი რომ მარტო ხარ, დაბერავს,სიო ნელია, და სანუკვარი ზღაპარი, ეს მონათხრობი ძველია, მაგრამ ანათებს ლამპარი. თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|