სიყვარული და ბედისწერა ------------------------------------
თემურ ჭკუასელს
კორსიკა –სიხარულის და თავდავიწყების მობრიალე ალშია გახვეული და მელოდიების წვიმაა ხშირი, ირგვლივ ხალისია სახეების, საკრავების და სამკაულების და ერთი ობოლი ვარსკვლავი ტირის.
კორსიკაში მარსელიდან მოსული სოსანი- სალომე ტირის… ტირილში ტკივილი და ლოცვაა, აქედან ძალიან,ძალიან შორსაა წინაპრების სამშობლო ტკბილი.
...
იქ,საქართველოში,რა ხდება ახსლა?- მახლას!
…
მამით ობოლი ათ უცნობ მომღერალს, ათ უცნობს უყურებს და ამბობს:”გამარჯობა,მამა…” გენების სითბოთი განათდა ბურუსი და მზერას ათივე ქართველისას ცრემლები ნამავს...
“გამარჯობა,მამა”- სულ ესაა ქართული სალომესი და ეს ორი სიტყვა ორი ყვავილია ფერმკრთალი და მათი ნაღვლიანი ხმა რომ ესმის, ცოცხალი მომღერალი კი არა, მკვდარიც ატირდება,ღმერთმანი.
და მერე სიმღერა-კორსიკის სივრცეში მაგია ჰანგების, საწუთროს ქარიშხალთა მძლეველი, და ამ სიმღერების მიზეზი- უფალი-ყველაზე ბედნიერი, ყველაზე ტკბილხმიანი მსმენელი.
სიმღერა-სამყაროს გადარჩენა და თავდავიწყება ფრთების. სიმღერა-უდაბნოში ყვავილის და წყაროს გამოჩენა და ცაში მოლივლივე გზები.
…
საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ამის გადმოცემა ხანძარში სიარულზე ძნელი არი- სადაც კი შეიხედავ, პური და წყალია ცრემლიანი და ღმერთის სევდა. ...
სამყაროს ხნისაა საიდუმლო ამ საოცრებისა- არ ითქმის მოკვდავისგან /რის პროზა და რა პოეზია!/. ასეთი სევდიანი სიხარული, ახლა რომ ასხივოსნებს და ეალერსება, საიდან მოევლინა და გამოესია? და, როგორც სიმღერა და სიცოცხლე ათი ქართველისა, მისია ახლა ცა და დედამიწა, სულ მისია, სულ სალომესია!..
როგორც სალოცავებს, უყურებს ქართველებს, ეფრქვევა,შეჰფოფინებს და თავზე ევლება სანთელი- ზეციერის ხელით ჩამოქნილი, სიზმარი კორსიკისა, მარსელის მშვენება. ...
საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ჩასაქრობად ჩაწეულ ლამპასავით ანთია სასოება… დედა შვილს დაეძებს და შვილი-დედას.
...
იმღერეს ქართველებმა. არ გაჰკვირვებიათ ზანგის უცნაური,თამამი სანაძლეო- ქართველ შერეკილებს სიმღერაში ეგ როგორ აგვყვება, უარს როგორ ვიტყვით ამაზეო?!
ხმათა ხვეულები ერთურთით ხარობენ, სიწმინდე, სამყაროს შექმნის დროინდელი, ქცეულა გალობად და ღიღინად. ოქროს გალიიდან გამოფრენილ მტრედსა ჰგავს სალომე, შორეული ფესვების ნათელში ჩათბა,ჩაიძირა და ღმერთი იხილა.
სამოთხის ფრინველების ფრთების შრიალივით ტერასებს ტაში მაშინ გადაუვლის, როდესაც თანდათან მინელდება და სივრცეს შეაშრება, ვით შუქი დაისისა, ქართული სიმღერა-ღვთიური სასწაული.
…
საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ღმერთი ყველგანაა /ქოხსა თუ სასახლეში/, მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.
დასრულდა სიმღერა/წააგო ზანგმა/, ხარობს და იტანჯება ქალყვავილი, თვალებში მოუჩანს მზიანი ჩრდილი. მის გულში ცა ამაღლებულა, ხოლო იმ ცაზე მზე უფრო ლამაზია, უფრო ახლობელი და უფრო თბილი.
კორსიკის სიზმარი, მშვენება მარსელის, ათრთოლებული და თვალსველი, ათი ქართველის დარდი და დედოფალი სალომე ტირის… ტირილში ტკივილი და ლოცვაა, მისთვის დღე დღევანდელი ქვეყანაზე მეორედ მოსვლაა. დაბინდულ სიღრმეებში ნათდება ძირი…
ჰოი,რა ახლოსაა, ჰოი,რა შორსაა სამშობლო-საქართველო, წინაპრების სავანე ტკბილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ნეტა და მართლა რა ხდება სა-ქართველო-ში? ნეტა და მართლა რა ხდება სა-ქართველო-ში?
16. სადა, ნატიფი, მელანქოლიური, ისეთი, როგორსაც ყოველთვის მოელის მკითხველი მგოსნისაგან. სადა, ნატიფი, მელანქოლიური, ისეთი, როგორსაც ყოველთვის მოელის მკითხველი მგოსნისაგან.
15. სევდიანი გულწრფელი... პოეტის ლექსი
სევდიანი გულწრფელი... პოეტის ლექსი
14. P.S. ჩემი საყვარელი პოეტის P.S. ჩემი საყვარელი პოეტის
13. ეს პოეტის გვერდია. ეს პოეტის გვერდია.
11. საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ჩასაქრობად ჩაწეულ ლამპასავით ანთია სასოება… დედა შვილს დაეძებს და შვილი-დედას. ...........
საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ღმერთი ყველგანაა /ქოხსა თუ სასახლეში/, მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.
.........
“გამარჯობა,მამა”- სულ ესაა ქართული სალომესი და ეს ორი სიტყვა ორი ყვავილია ფერმკრთალი
რა უნდა ვთქვა, არის ლექსები რომელთა შეფასება მრეხელობაა, ესეც მათ შორის საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ჩასაქრობად ჩაწეულ ლამპასავით ანთია სასოება… დედა შვილს დაეძებს და შვილი-დედას. ...........
საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ღმერთი ყველგანაა /ქოხსა თუ სასახლეში/, მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.
.........
“გამარჯობა,მამა”- სულ ესაა ქართული სალომესი და ეს ორი სიტყვა ორი ყვავილია ფერმკრთალი
რა უნდა ვთქვა, არის ლექსები რომელთა შეფასება მრეხელობაა, ესეც მათ შორის
10. 7. საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ღმერთი ყველგანაა /ქოხსა თუ სასახლეში/, მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.
ეს ფაქიზი ლექსი რეალურ ისტორიაზეა, ბატონო ვაჟა? ნეკერა. 2009-03-14 16:28:51 ... ნამდვილად რეალურ ისტორიაზეა:ამ რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნდა თემურ ჭკუასელის წერილები ამ გასტროლებთან დაკავშირებით(თუ არ ვცდები,"კვირის პალიტრაში"),რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა_ეს ლექსიც იმ შთაბეჭდილების გამოძახილია.
--------------------------------------------------------------------------------
7. საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ღმერთი ყველგანაა /ქოხსა თუ სასახლეში/, მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.
ეს ფაქიზი ლექსი რეალურ ისტორიაზეა, ბატონო ვაჟა? ნეკერა. 2009-03-14 16:28:51 ... ნამდვილად რეალურ ისტორიაზეა:ამ რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნდა თემურ ჭკუასელის წერილები ამ გასტროლებთან დაკავშირებით(თუ არ ვცდები,"კვირის პალიტრაში"),რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა_ეს ლექსიც იმ შთაბეჭდილების გამოძახილია.
--------------------------------------------------------------------------------
9. საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ჩასაქრობად ჩაწეულ ლამპასავით ანთია სასოება… დედა შვილს დაეძებს და შვილი-დედას. 5555555 საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ჩასაქრობად ჩაწეულ ლამპასავით ანთია სასოება… დედა შვილს დაეძებს და შვილი-დედას. 5555555
8. საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ჩასაქრობად ჩაწეულ ლამპასავით ანთია სასოება... დედა შვილს დაეძებს და შვილი-დედას. საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ჩასაქრობად ჩაწეულ ლამპასავით ანთია სასოება... დედა შვილს დაეძებს და შვილი-დედას.
7. საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ღმერთი ყველგანაა /ქოხსა თუ სასახლეში/, მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.
ეს ფაქიზი ლექსი რეალურ ისტორიაზეა, ბატონო ვაჟა? საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ღმერთი ყველგანაა /ქოხსა თუ სასახლეში/, მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.
ეს ფაქიზი ლექსი რეალურ ისტორიაზეა, ბატონო ვაჟა?
6. პური და წყალია ცრემლიანი და ღმერთის სევდა. -რა კარგად იტყვით ხოლმე... რამხელაა ნეტა ეს სევდა...? 5 პური და წყალია ცრემლიანი და ღმერთის სევდა. -რა კარგად იტყვით ხოლმე... რამხელაა ნეტა ეს სევდა...? 5
5. საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ღმერთი ყველგანაა /ქოხსა თუ სასახლეში/, მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.
მართალი ხარ, ანთა-ბატონო! 5 საქართველოში ამ წუთებში რა ხდება ნეტავ?- ღმერთი ყველგანაა /ქოხსა თუ სასახლეში/, მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.
მართალი ხარ, ანთა-ბატონო! 5
4. ჰოი,რა ახლოსაა, ჰოი,რა შორსაა სამშობლო-საქართველო...
ტკბილი, მადლიანი, იმედიანი... ჰოი,რა ახლოსაა, ჰოი,რა შორსაა სამშობლო-საქართველო...
ტკბილი, მადლიანი, იმედიანი...
3. ოსტატის ქმნილებაა :) ოსტატის ქმნილებაა :)
2. მაგარია! საოცრად სევდიანი...ეტყობა ოსტატის ხელი:) მაგარია! საოცრად სევდიანი...ეტყობა ოსტატის ხელი:)
1. ხანძარში სიარულზე ძნელი არი- სადაც კი შეიხედავ, პური და წყალია ცრემლიანი და ღმერთის სევდა. 5! ხანძარში სიარულზე ძნელი არი- სადაც კი შეიხედავ, პური და წყალია ცრემლიანი და ღმერთის სევდა. 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|