ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2023


მე ის ავდარშიც ისე მიყვარდა...

წვიმს... ციდან წვიმის დაეშვა ფარდა,
დგას შემოდგომა ჩემს ქვეყანაში,
მე ის ავდარშიც ისე მიყვარდა,
რომ შევიდოდი როგორც თარაში,

იმ ადიდებულ ენგურში მისთვის,
ვერ მომტაცებდა მდინარე მთვარეს,
ეს გაუმარჯოს სიყვარულისთვის
კელაპტრებივით ანთებულ თვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები