ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2023


როლინგ სთოუნი

თურმე სიკვდილი ძალიან ნელ, ალერსიან ბულზს გავს, ბაბუაჩემმა მომიყვა - მიჩელ სუმპი.
      უდაბნოს კანიონებს მიადგა, შუა დღის მზეში, მოსიარულე ქვებს მიყვებოდა, როლლინგ სთოუნებს, ორი, მძიმე „ლ“თი, ასე წარმოთქვამდა, და დაღამებამდე უდაბნოს უსმენდა.
    მტვერი ქარს მიყვებოდა, ყველაფერი ცოცხალი იყო, კაკტუსებიდან რძის მოდინება აღარ წყდებოდა, და უდაბნოს ყვავილები ისე დაფარფატებდნენ აქეთ-იქით, როგორც ეს ჭეშმარიტ ბლუზმენს სჩვევია, ღარიბს, ჩამოძენძილს, მისისიპის გზაჯვარედინზე მდგომს, რომელსაც წინ ფართო ველი აქვს გაშლილი და მაინც აზრად ვერ მოდის, თუ რომელ შტატში შეიძლება წავიდეს.
    მიჩელ სუმპს, მეოცე საუკუნის მიწურულშიც კი, ტყავის, ყავისფერი ჩექმები ეცვა, ქამარში ვერცხლისფერი, აქა იქ მიჟანგული რევოლვერი ედო და თან, ლანდშაფტის თვალიერებისას, თავის ცხენს ბარძაყზე ხელს უთათუნებდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ცხენს ვეღარ ეცნო პატრონი თავისი, როგორც რობერტ ფროსტის ლექსშია, ცივ... გაყინულ ლექსში, თან რომ ტალღებად დასდევს სითბო.
    სანამ ეს ბლუზი... სიკვდილის ბლუზი ჩაირთო, მანამ სამყაროში ერთი პატარა ორგანიზმი იყავი , - ასე თქვა სუმპმა, - და, როდესაც მოდის მუსიკა, ანუ, როდესაც კვდები, გარს ის ატმოსფერო გეხვევა, ის სამყარო, რომელიც მხოლოდ შენია, სადაც მხოლოდ შენ ხარ, სადაც, ყველა საფრთხე, რაც გელოდა, დასრულდა.
    მაგრამ, იმას ვდარდობო, რომ ამ უდაბნოს, რძით გაჟღენთილ კაკტუსებს, რო ლ ლ ინგ სთოუნებს, და ყვავილებს ვეღარ ვნახავ, ყვავილებს, რომელიც ქარს მიყვებოდაო.
    ამ ამბავში კი, ყველაზე სევდიანი ის არის, რომ დარწმუნებული არ ვარ, რომ ის უდაბნო ჭეშმარიტად ვნახე, ჭეშმარიტად შევიგრძენი და შევისისხლხორცე, რომელსაც ავღწერო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები