ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოგუსი1
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2009


კარგი სიმღერა

ზამთრის პირას მომეახლდა,
გრძნობა უმხურვალესი,
შენ არც ჩემი ლექსი გინდა
და არც ჩემი ალერსი.
წლების შემდეგ თეთრი ფიფქი,
როცა თმებს დაგიქარგავს,
მაშინ იგრძნობ, მწარედ იტყვი
რა ტრფობაც დაგიკარგავს.
მე კი მაინც მეყვარები,
პაწაწინა ბალღივით,
შენ კი შენი გზებით ივლი,
სხვისი კოცნით დაღლილი.
წლების შემდეგ თეთრი ფიფქი,
როცა თმებს დაგიქარგავს,
მაშინ იგრძნობ, მწარედ იტყვი
რა ტრფობაც დაგიკარგავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები