ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლლიზზა
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2023


ნაადრევი ზამთარი

აქ ქუჩაზე ეყრებიან ფოთლები,
ამ ქარბუქმა სუნთქვა აღარ მაცადა,
ზაფხულს ქარმა დაუმტვრია თასები
და ყანწები სულ ბოლომდე დაცალა.

გეგმები და ოცნებები წამართვა,
შენთან მოსვლის გზები დამინაცარა,
სახლი თავზე ჩამომენგრა ოცნების,
შემიფარა დანგრეულმა საყდარმა.

ტკივილებმა გამაფხიზლეს სიზმრიდან,
ამაკივლა დამტვრეულმა სახსარმა,
სამუდამოდ ფეხმტკივანი დამტოვა
ნაადრევად მოთრეულმა ზამთარმა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები