ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2023


აპოკალიფსი

„უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს“ (გამოცხადება 22:11)

უსამართლობს უსამართლო,
მრუდობს ადამიანი
და მართალი ისევ მართლობს,
კვლავ წმინდანობს წმინდანი,

აფთრის ჯიშის ისევ აფთრობს,
ბილწს სურს სხვებიც წაბილწოს,
მგლის მოქცევას ცდილობს სათნო,
წარღვნა რომ არ დაიწყოს,

ჯოჯოხეთის გამალება,
სიძვა, ტანის თანთალი...
უსასრულოდ გამრავლდება
ბოროტი და ავთვალი,

ვიღას ახსოვს რჯული, მცნება
და ღვთის შემონათვალი,
თითქმის არსად აღარ რჩება
უკვე ათი მართალიც...

8 ოქტომბერი, 2023 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები