მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2023
არ მეშინია დაცემის
გულში ჩამესმის ნამღერი -
შავჩოხიანი კაცების,
თუმცა ბევრი მაქვს ნაღველი,
არ მეშინია დაცემის.
თუ დავეცემი, ავდგები,
ღვთის შეწევნით და წყალობით,
ბევრს გავაოცებ ჰანგებით,
ჩემი ცეკვით და გალობით.
ქარს ვატან შარახვეტიას
ზღვა ნაღველს მადლით განგების...
არც არავისზე მეტი ვარ,
არც არავისზე ნაკლები!
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
ამინ... მადლობა.
ამინ... მადლობა.
ოთარ რურუა.
2023-10-23 18:49:29
1.
ღვთის შეწევნა და წყალობა არ მოგკლებოდეს!
ღვთის შეწევნა და წყალობა არ მოგკლებოდეს!
მუხა.
2023-10-22 23:51:38
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
26.08.2026 14:08:29