ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 ნოემბერი, 2023


William Shakespeare – Winter

უილიამ შექსპირი - ზამთარი

პიესიდან „სიყვარულის ამაო გარჯა“, მოქმედება 5

როცა სახურავს ჰკიდია ლოლო,
მწყემსი იორთქლავს გათოშილ ხელებს,
ოთახში შეაქვს ტომს შეშა, ხოლო
სათლში რძეს ყინავს, სანამ შინ შევლენ,
სისხლი შრება და გზებს თხუპნის ლაფი,
მაშინ გაისმის ჭოტის ხმა ხაფი:
„უ-ჰუ“ - ხმიანობს ხალისით; ხარშავს
სქელი ჯოანა ქოთანში ვახშამს.

როცა ქარბუქში გვაწვება სევდა,
შეეპარება ხმაში მღვდელს ხრინწი,
თოვლზე ჩიტები მოწყენით სხედან,
ცხვირი უღივის მერიონს ყინვით,
აშიშხინდება ვაშლი ცხელ ტაფით, 
მაშინ გაისმის ჭოტის ხმა ხაფი:
„უ-ჰუ“ - ხმიანობს ხალისით; ხარშავს
სქელი ჯოანა ქოთანში ვახშამს.

5 ნოემბერი, 2023 წ.


William Shakespeare – Winter

From “Love's Labor's Lost” 

When icicles hang by the wall,
‎And Dick the shepherd blows his nail,
And Tom bears logs into the hall,
‎And milk comes frozen home in pail,
When blood is nipp’d and ways be foul,
Then nightly sings the staring owl,
‎Tu-whit;
Tu-who, a merry note,
While greasy Joan doth keel the pot.

When all aloud the wind doth blow,
‎And coughing drowns the parson’s saw,
And birds sit brooding in the snow,
‎And Marion’s nose looks red and raw,
When roasted crabs hiss in the bowl,
Then nightly sings the staring owl,
‎Tu-whit;
Tu-who, a merry note,
While greasy Joan doth keel the pot.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები