მელანქოლია ფიქრში ირევა, გასასვლელ კართან მხვდება რიგები, მე მაინც უფრო სხვანაირი ვარ, ნი, ამიტომაც ვეღარ მიგებენ.
მივათრევ მძიმედ სულს გახუნებულს და იცი, თითქოს მხედავს ვერავინ, მოჰქრიან წლები, როგორც ჰუნები და სადაცაა გადამთელავენ.
ვეღარ მაკვირვებს მიწა ფერებით, არა შემომრჩა ძველი ვნებიდან, ჩრდილები შავი დედაბერები, მითვალთვალებენ ღრიჭოებიდან.
ჩემთვის არც დროა, არც უდროობა, ხმადაკარგული გავხდი მგოსანი, ოთახში მე ვარ და მარტოობა, სხეულს ედება ნი, კიბოსავით...
დანტე დარდიანი 05/11/2023
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მშვენიერია. მშვენიერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|