აწვიმდა სახლებს, სახურავებს, ქალს და განწყობას... ლაბადა სადმე წასასვლელად ჩანთას აწყობდა. გულამოღებულ კაბას სურდა გულის გადახსნა, არავინ იყო საფიქრალში, არც მის გადაღმა... ძველი კარადა ინახავდა ხსოვნის სამოსებს. ამბებს ყვებოდა საკიდართან ფიქრგასაოცებს... ჩუმად ისმოდა შარიშური ფარდის მაქმანის. ლაქად რჩენოდა შავი შური კაბას ნაქარგზე... მაჯის საათი არ ითვლიდა სუნთქვას პატრონის. დრო მაინც ჩუმად ჩაივლიდა, არც ვინ გამგონი... საწერ მაგიდას გასცვეთოდა მწვანე მუშამბა. ცხოვრობდა სახლი ისე, თითქოს არა უშავდა... 09.11.23