ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2023


სიზმარი

ზუნისელმა სიომ თავი ვიგვამიდან გამოყო და ბულბულივით გალობას მიეცა.

აიიი-აჰუასკა. აიაჰუასკა.

მე გამომეღვიძა, აწ უკვე სულ მთლად დამხრჩვალი საკუთარ ოფლში.

ქალღმერთი მაიასა თავს შემომეხვია, ის ნიავი იყო და ოფლი ზედვე მიმაყინა.

შამანი პეპლებს ფანტავდა სხვა სამყაროებში ქარიშხლების წარმოსაშობად, ამასობაში კი სიოს გავძახე, სიზმარი ვნახე მეთქი.

ცუდი სიზმარი.

ჰანა-ჯა. ჰანა, ჰანა. ჰანაჯარი. - წაიმღერა და ისევ მზეს შეხედა.

ძალიან ცუდი სიზმარი, სიო. თითქოს ბეტონის ქალაქში ვცხოვრობდი და იქაური ცხენები ჰაერს მიწამლავდნენ.

მაგრამ წამში მიმავიწყდა ყველაფერი და ჩემი ძმათნაფიცების ქალების ყურებას მივეძალე, სუფთა, წმინდა თვალებით, როგორც სიო უყურებს მზეს და შამანი შამბო სხვა ქალღმერთებს.

ერთ წამში მიმავიწყდა ოცდაშვიდ წლიანი სიზმარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები