 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 დეკემბერი, 2023 |
მთის მოტივზე ერთი ამოსუნთქვით ვწერ. მთის მოტივზე წერა ვაჟას პოეზიის გავლენით დავიწყე.
შოთა ნიშნიანიძეს ერთ ლექსში ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„აღარც ხინკალი ჭიხვინებს, არც ხინკალივით შაირი. მთაო, ერთხელაც აკურთხე კაი ყმა ვაჟასნაირი“.
ნიშნიანიძის ამ სტრიქონების მიხედვით ეს ლექსი დავწერე:
ვარ თვით კაი ყმის ქვეყნიდან, მიყვარს ფშაური ხინკალი. შაირი ვუთხარ ჩარგლის მთებს, სურვილი მით მავიკალი.
ისე მიყვარან კოლხიდელს ვაჟასნაირი ფშავლები, რომ მათთან ჟიპიტაურსაც სიტყვის უთქმელად დავლევდი.
იმათ შემყურეს მსურს ვჭექო სიმღერა გარიჟრაჟული, ჯიხვის რქით დამილოცნია ვაჟაის მთების ნაჟური.
რაც დრო გადის, ვაჟას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე აქამდე ვაფასებდი. გარდა პოეზიისა და პროზისა, ვაჟას ფილოსოფიური ნარკვევებიც აქვს, რაც უფრო მეტად ამაღლებს ჩემს თვალში, როგორც რიგითი მკითხველის.
2011 წლის 25 იანვარს მივუყვებოდი ჩარგალში ვაჟა-ფშაველას ნაკვალევს ჩემს დეიდაშვილ თეიმურაზ ბერიძესთან ერთად და თან ვაჟას სიტყვებს ვიმეორებდი გულში:
„ნეტავ თუ დაგვიფასდება ქართველთა შვილებს ამაგი?!“
დაგვიფასდება, აუცილებლად დაგვიფასდება! სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენ ხომ რაზიკაშვილების მშობელი ერი ვართ!
ჩემი დეიდაშვილი - თეიმურაზ ბერიძე ვაჟა-ფშაველას ჯიშ - ჯილაგიანი ქართველია, განსაკუთრებულად უყვარს ვაჟას შემოქმედება, აქვს შესანიშნავი კალიგრაფია. სკოლაში სწავლის პერიოდში კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა.
დავუბრუნდეთ ვაჟას, ვაჟა-ფშაველა სულ სხვა განზომილებაა, სხვა ფენომენია! მის ნაწარმოებებს ლოცვასავით ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ, რომ უფრო მეტად შევიგრძნოთ სიღრმე და სიდიადე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, სიტყვის ძალას! ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა სიმართლეს, როცა მამათა და შვილთა ბრძოლა მიდიოდა! მიკვირს წიგნებში როგორ ეტევა ლუკა რაზიკაშვილის გენია!
ვინც ვაჟას შემოქმედებას აფასებს, ის ჩემთვის მამულიშვილია!
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ერთი გოგონა მიყვარდა - სიკეთის გზებით მავალი, მკერდში ჩამიკრა თბილადა ძველ კოლხთა შთამომავალი.
სამყარო გამილამაზა, ამ გულში ჰპოვა ბინაო, მთების შველივით ლამაზმა ჩემს მკლავზე დაიძინაო.
ეს სიყვარულის ამბავი - საამოდ გასაკვირველი ამ ქვეყანაზე დარჩება, როგორც ამბორი პირველი.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|