 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2023 |
თავზარი როცა ვიღაცას ეცემა, მე სად შევეფარო? როგორ ავირიდო უკმეხად. ,,ახლა სიკვდილის დრო არ არის'' - ვიმეორებ ისტერიკულად, თუმცა სწორედ ამ დროს ქმნიან ორგანიზმები. რა უნდა დამენანოს სიკვდილის დროს, ვერ გამიგია. რას უნდა დავეყრდნო სიცოცხლეზე როცა ვიმსჯელებ? სუნთქვას შევიკავებ ხოლმე, როცა მათი თვისებების ჯაჭვზე მოგენებებით მიწევს მოჭიდება და ვიწყებ აცოცება-ჩამოცოცებას. თითქოს პეშვი წყალი პირთან მიტანამდე ჩამომეწრიტა, გამოვშრი, გამომეგვალვა სხეულის გარდა რაღაც მნიშვნელოვანი, განმსაზღვრელი ნაწილი შინაგანის, ზოგი სამყაროდ რომ ასახელებს, ზოგიერთს კი სულადაც რომ წარმოუდგენია. ჩემთვის სრულიად საკმარისია ჩახერგილი დროის ტერმინი, მათი აღარ არსებობა რომ ქმნის მიმდინარეობის შეფერხებას, სიმშვიდის გაუვალობას და ორივე მხრიდან შემოხეთქებული ენერგია ქაოტურად რომ გაიშლება შინაგანი ქსოვილის უკიდურეს შრეებში, ვხვდები - ეს არის სიკვდილის სიმაღლე, რომელიც სადღაც უფსკრულში მტოვებს საკუთარი თავის პირისპირ და მაიძულებს უძრაობას, რომელზეც მეცინება, რადგან მხოლოდ სხეულია მორჩილებისთვის გამზადებული.
10 დეკემბერი 2023 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|