მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2023
ავირჩიე შავგვრემანი
ორ ცეცხლს შუა ვიყავ, მაგრამ
გავაკეთე არჩევანი:
შავგვრემანს და ქერას შორის
ავირჩიე შავგვრემანი.
შავგვრემანმა გამიღიმა
და მაჩუქა კოცნა მწველი,
გულმა კვლავ წაიღიღინა,
არის მისი მადლობელი.
ყვითელთმიანს არ ვიწუნებ,
მკერდი უგავს სავსე მთვარეს,
მაგრამ რა ვქნა... შავგვრემანი
მიციმციმებს ლამაზ თვალებს.
ვარ გულწრფელად კმაყოფილი
დღემდე ჩემი არჩევანით:
შავგვრემანს და ქერას შორის
ავირჩიე შავგვრემანი.
ოთარ რურუა
2023
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
:)
:)
ოთარ რურუა.
2023-12-23 11:10:00
1.
რა ვი, მე ქერაც მომწონს და შავგრემანიც.
რა ვი, მე ქერაც მომწონს და შავგრემანიც.
მუხა.
2023-12-23 01:42:34
მონაცემები არ არის
18.10.2026 14:29:59