ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
11 იანვარი, 2024


იყავი კაცი!

იყავი კაცი!
მუდამ ჩამესმის ეს ხმა რჩეულიშვილისგან, ოღონდ ჩემს მიერ შექმნილი რჩეულიშვილისგან, რომელმაც სიკვდილით მოიპოვა სამარადჟამო 26 წელი.
და ახლა, როცა მეც 26 წელი გავლიე ციხეში, ჩამესმის ხმა:
იყავი კაცი!
სანამ გიდგება, იყავი კაცი, და ნახევარი ადამიანიო.
და აჰა, სანამ მიდგება, მეც, ნახევრად მხეცი ვარ, და ნახევარი ადამიანი, რომელსაც ყველაფრის ეშინია, რაც უყვარს მხეცს.
იყავი ტოძიო ჰიდეკი! - ერთი სიცოცხლითა და ერთი სიკვდილით
იყავი მაო ძედუნი - მხოლოდ გიგანტ ვარსკვლავებს შესწევთ ძალა იმისა, რომ გადასანსლონ ყველაფერი, რაც გარშემო დაუდგებათ
იყავი ადოლფ ჰიტლერი და როცა დამარცხება მოვა, ბენზინის კასრით გახსენი ახალი სამყაროს პორტალი
და თუ საქონელი ხარ, უბრალოდ საქონელი, დაბადებიდანვე განწირული ერთი ბედნიერი დღესასწაულისთვის, ისღა დაგრჩენია ყელ გამოფატრულმა ირბინო ფერმერის ეზოში იქამდე, სანამ მის ეზოს და ბუხარს წითლად არ შეღებავ
მაგრამ ვინც არ უნდა იყო, ტოძიო ჰიდეკი, მაო ძედუნი თუ ადოლფ ჰიტლერი, სიკვდილი ყველას წყალობს, ორგაზმივით იცის სხეულში გადავლა, როგორც ამას ფრანგები ამბობენ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები