ხედავს მიწა რა დამართეს სასიკეთო, და დრო ღელავს მარტოობის გარიგებით, მე მჭამს სევდა როს სილაზე აზილეთო, ტალახისგან გალესილის არიდებით,
ვიცი მარტო, არა მარდი და თან მუქი, შორს და ღელავს მითქვამს ასე მარტოობა, არად ღელავს და ქუხს ასე ფერთა შუქი, მე ვერ მოველ არ მეყოფის სანდოობა,
ხატებს წყევლის მომხდური და რჩება ერად, ერი ბერობს სიბერისგან ნანატრ ზაფხულს, ასე მუქი შეჩვევევია ჩემებს ფერად, ვეტყვი აფხაზს,ძმობაშიაც ასე ქართულს,
მერე გავალ გასაყარზე გზების ხიდად, და სივეშე გალეული გზების ბედად, იქნებ აქვე მე სიმართლე ლექსად მითხრათ, რომ დამჩემდა წინადთქმები ჩემად ხვედრად,
მე მძულს ლეში გალეშილი, მარტო ბგერად, და შამქორი ნანატრივით საბადურში, ტყეა მშვიდი და ხვნეშიან, ბევრი ბერად, აღკვეცილა და გაჭედეს საკვამურში,
მე მძულს მესა სადაც სიტყვა ფასობს გრძნობით, მითქვამს ასეც და სინანულს ვებრძვი ახლაც, ვერას გეტყვი, დავიკვეხნო თქვენი ნდობით, ველი ზაფხულს გაელვების ბოლო წამსაც,
მე მჭამს მიწა და საკვამურს ალი სხვენის, მე მწამს სხვისი,და უღმერთო ჩემი თავი, გალეშილა უღვინობით გრძნობა ჩვენი, და ქუხს ცაზე უმიწობის დგება ჟამი,
ვიცნობ წარსულს როს მარტომაც დავიჩემო, სიჭაბუკეს მეტყვიან და ვხდები ცუდად, არაფერში იბატონე არაფერო, ფერი ჩემი დარჩენილი ისევ მუქად,
გზანი ხვალის, გახლეჩილი დგება ჟამი, რომ მარტოა დაღალული ჩემი მესა, გაიბნა და წუთს მიქადის ჩემი წამი, ჩემი ლექსი მარტოობის მხოლოდ ესა,
ხვალაც შუქი თოვლიანი,მსხვერპლით ნახეს, და ნახული თებერვლის თვეს შენახვედრი, ვებრძვი სულში ჩაბუდებულ უცხო ნამქერს, ასე ბგერებს მოიტანენ სანთლად ბედის,
გზაგასაყარს უწყება აქვს ჩემი ბედის, და ნუგეშად მე ბობოქარ ავდარს ვხედავ, დაივიწყე განკითხვის დღე ჩემი ლედის, თუ ჩემდენი ჩაიდინე ან თუ ბედავ,
განშრებას,დავიწყებას და თან ნუგეშს, მირქმის ამბავს და შენდობას უფლისაგან, მე ვარ ჭექა და ჭიქიდან ღვინის უბე, მე ვერ მოვალ გავიპარე გულთმისანთან.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|