მე მარტო გეტყვი,დანარჩენი თურმე სახეა, დაწერილს გავდა რომ განუდგა ეშმაკს მშვიდობა, ეზოში დიდი თითქმის ზვირთი ნეტა რა ხეა, არავის წყალობს,თუ შეატყო განაყიდობა, მე მჯერა მწყემსის და სინაზე რძეში გაფესვდა, მე მჯერა ცრემლის და აკვანი თურმე დაირწა, სადაც კი ერთნი ერთობისთვის მეხი გამეხდა, ასეა წარსულს უამრავი თურმე გაექცა, მე მაშინ მოვალ,როცა იტყვი შეფერილობას, და შენაპირი გაბნეული თურმე ეკალი, ასეა წარსულს დატყობია მხდალი მშვიდობა, ვერავინ იბრძვის და წარსულიც რაღაც ვერ არი, ელადას ნაპირს დარიშხანი თურმე შეაბეს, და შებმულებმა განიზრახეს თურმე მერმისი, რომ საყელური მარტოობით ვით რომ შეამკეს, მე ვარ წარსული საიდუმლო მხოლოდ მე ვიცი, წარსულის აზრებს მივირთმევდი თურმე სადილად, და საფიქრალი გაზაფხული თუ კი დაიქცა, მე არაფერი მეჩვენება ასე მარტივად, ზამთარი კარებს და სახელურს მაინც გაექცა, ვღელავ და ვიცი უსაშველო ჩემი ნეტარი, ვიცი სიმებად გაკიდული შენი ავაზა, დავჩხვლიტე ვარდი ვერ ვიპოვე ვერსად ნექტარი, სარკეა მშვიდად სარკეს მალავს ჩემი კარადა, მე ვარ საშველი, უსაშველოდ მარტო მავალი, და უცნაური მინდობა და ჩუმი ანაზდად, სახეა მშვიდად გულს ვუშოვე თურმე წამალი, ასეა ვკვდებით უომრად და თურმე ლამაზად.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|