ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლენ
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2024


გავაფრენ


გავაფრენ.
წამის მეასედში,
ფიქრის განთიადში,
სულის გვირაბებში გავაფრენ.
არც დროს, არც სივრცეებს
აღარ მოვიკითხავ,
არ ვარ მე ის ვიღაც.
ნიღბებს მოვიხსნი და თოკზე გადავფენ.
როგორ დავიღალე
გული ვეღარ გულობს
სახლი აღარ სახლობს
კლდოვან აივანზე ბუდეს ვეღარ ააგებ.
სადღაც ბნელეთიდან
ისმის ფორიაქი, მოდის გოლიათი
და ხსნის კედლებიდან საათებს.

გავაფრენ.

სიზმრის საყუდელში,
ფიქრის განთიადში,
სისხლის სიშლეგეში
სიჩუმის წიაღში

დროის გვირაბებში გავაფრენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს