ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
16 თებერვალი, 2024


ღიმილი სიცრუისა

როდესაც ფარემუზა ჰუსშუს ევროპული ჭირი, ეგზისტენციალური კრიზისი შეეყარა, მთელი ასტანი დასცინოდა, განსაკუთრებით კი მათ შორის, ფარემუზა, უხელფეხო აკეფსიმეს შესძულდა.
ის ექიმბაშ იარეთელს მიჰგვარეს და მანაც აზოტის ჰიპოქსიის ნაცვლად, სწორი ძილი, სწორი ჭამა და ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემა დაუნიშნა.
როდესაც ფარემუზა გამოჯამრთელდა და გახდა ყველა ასტანელისნაირი, რომელთა საფიქრალი არ სცდებოდა კარტოფილებსა და სხვა საფერმმო საქმეებს, ზერ მიდე, მისი ერთადერთი ქალი, ხშირად ამჩენვდა მის სევდიან სახეს და ხშირადაც ეკითხებოდა,
- რა გაგიჭირდა?!
      ფარემუზა კი ერთი და იგივე პასუხს აძლევდა, - კარგად ვარ, მაგრამ ტყუილში.
    შეიძლება ჭეშმარიტებაც კი ყოფილიყო, რომ სამყაროსთან შენივთული ბიოქიმიური წვეთი ვარ. არა ფარემუზა ჰუსშუ, შთამომავალი ხანის ჰუსშუსი, არამედ, უბრალოდ
ცილები,
ლიპიდები,
ნუკლეინის მჟავა,
ნახშირწყალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები