ვით ალექსანდრე ყაზბეგმა, ცხორში განვლიე წლებია... ეს ჩემი იალაღები, ჩემი წარმტაცი მთებია!
გნატრულობ ნაბადმოსხმული, მინდორში გავშლი კარავსა, მერმე წამავალ... მაგძებნი პირმშვენიერსა ქალასა.
თეთრ ცხენზედ შაგსვამ... თეთრონი შორს გაგვაჭენებს ალალებს, გაკოცებ, მკლავზედ დავიფენ შენს სურნელოვან დალალებს.
მწამს: კაფიებსაც ვაჯახებთ ვაჟას არწივის საბუდარს, ვუმღერებთ ლელას, აღაზას, ზვიადაურს და ალუდას.
მთაში დაგიკრეფ გვირილებს, არ დავიშურებ ძალასა, მე მაგიშუშებ ტკივილებს პირმშვენიერსა ქალასა.
მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით, გულწრფელად ვამბობ ამასა, სხვას ქვეყნად ვერვის ნახავენ თოლები შენისთანასა.
ოთარ რურუა
2024
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარე მუხა, დიდი მადლობა. გაიხარე მუხა, დიდი მადლობა.
1. რა კარგი, ლამაზი სასიმღეროა. რა კარგი, ლამაზი სასიმღეროა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|