სარა ტისდეილი - ფანტაზია
მსგავსია წყაროს წკანწკარის ქვებს რომ ეცემა, ხმა მისი, შორეულ და ჩუმ მაღნარში, სადაც ხმაური არ ისმის.
ზრახვით ლოტოსს ჰგავს, ანკარა წყლებში ყვავილობს სიკვდიმდე, დაჰყურებს ტაძრის კამარა, სადაც ოცნებობს სიმშვიდე.
მისი კოცნაა ნარნარი ვარდი, მიმწუხრში ელვარე ედემურ სპარსულ ბაღნარში, სადაც სიწყნარე მთვლემარებს.
16 თებერვალი, 2024 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://allpoetry.com/poem/8504593-A-Fantasy-by-Sara-Teasdale
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|