ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ. /
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2024


გული ქვაა, ჭაობი და მტვერი


დილაა და გათენებას ველი
ღამეა და არ მასვენებს ბნელი.
გული ქვაა,  ჭაობი და მტვერი
აღარც ლოცვა, აღარც განსაცდელი.


იქნებ ისე დაიღალა სძინავს,
აღარ ისმის, მისი ოხრვა, დრტვინვა,
სინდისმა სულ შეიცვალა ფერი,
დაიმოყვრა ეშმაკი და მტერი

არ ილევა სალაფავი ღორის
არ თავდება  ნეტარება  ცოდვის
აპოსთაზი, სალომეას როკვა,
ვნებამ გული, თრობამ სული მოკლა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები