#ლექსები
ნინო დარბაისელი
ქართული გულისა
თუ დავუჯერებთ ამ ბრიყვებს, სულ არაფერი გვქონია, თურმე დიდგორიც, თამარიც ერეკლეც მონაგონია, ილიაც სულ ტყუილია, ან პასუხია რა მაგის, მოსწონთ ტალახში ამოსვრა ქართველ დედათა ამაგის!
ყველას ეთმობა ეთერი, სიბრიყვეს ვინც არაკუნებს, სამაგიეროდ - დაადეს ფასი ტკვარცალა ტაკუნებს. არც რამ სათქმელი გვქონია, არც ეროვნული ღირსება, ფულის გულისთვის გვლანძღავენ და გული ბრაზით ივსება. სულ თქვენი ტვინის ნაჟურით ვფასდებით, ამბობთ! აბა, კი! ვერ ეღირსებით, სამშობლო მტერს წინ დაუდგათ ტაბაკით!
რითი ოცდება მარადჟამს მტრად მოსული თუ სტუმარი? ენით, წარსულით, კულტურით, თვითგადარჩენის უნარით, რწმენით და ტრადიციებით, მარადჟამს გაუხუნარით, ძნელბედობებში ნაწრთობით, დახვეწილ -გამოჩარხულით ლექსით, სიმღერით, ფერხულით, სიბრძნით, სიქველით ხალხურით! ამასაც თვალს უხუჭავენ, ბარემ თქვი, გულო ალალო, საქართველოა ყოველმხრივ ნიჭიერების სალარო.
ვინ მოერევა გულს ქართულს, ცაშიც გაჭიმოს მალაყი! წყალმა წაიღოს ყოველი მავნე და ტვინგასალაყი, ყოველი ბოღმის მნთხეველი, ყოველი გულდასანაყი! ვიყოთ ყველაფრით ქართულით ბედნიერი და ამაყი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა მუხა და ვანანო. ვერ ვიტყოდი, რომ ეს - ჩემი საუკეთესო ლექსია, მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, ეს ყველაფერი მეთქვა. ვიღაცამ ხიმ უნდა ამოიღოს ხმა ბოლოს და ბოლოს? სულ გაჩუმება და კომფორტისა და უსაფრთხოების ზონაში შეყუჟვა ხომ არ შეიძლება? მეტყვიან ხოლმე, შენთვის ადვილია, ყველაფრის თქმა , მაგ სიშორეზე ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, ჩვენ კი რეალობაში თავის გატანა გვიხდებაო. მართლებიც იქნებოდნენ, რომ არა ერთი “მაგრამი”. საქართველოში ჩემთვის უძვირფასესო ოჯახი და რაც მთავარია, დედა მყავს და ამ სიბერეში თუნდაც იმას განიცდის მტკივნეულად, ჩემი ნათქვამის გამო სალამს რომ უკავებენ ადამიანები, ჩემს ახლობლებად რომ მიაჩნდა. მადლობა მუხა და ვანანო. ვერ ვიტყოდი, რომ ეს - ჩემი საუკეთესო ლექსია, მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, ეს ყველაფერი მეთქვა. ვიღაცამ ხიმ უნდა ამოიღოს ხმა ბოლოს და ბოლოს? სულ გაჩუმება და კომფორტისა და უსაფრთხოების ზონაში შეყუჟვა ხომ არ შეიძლება? მეტყვიან ხოლმე, შენთვის ადვილია, ყველაფრის თქმა , მაგ სიშორეზე ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, ჩვენ კი რეალობაში თავის გატანა გვიხდებაო. მართლებიც იქნებოდნენ, რომ არა ერთი “მაგრამი”. საქართველოში ჩემთვის უძვირფასესო ოჯახი და რაც მთავარია, დედა მყავს და ამ სიბერეში თუნდაც იმას განიცდის მტკივნეულად, ჩემი ნათქვამის გამო სალამს რომ უკავებენ ადამიანები, ჩემს ახლობლებად რომ მიაჩნდა.
2. როგორც ყოველთვის სათქმელი ლექსი :) როგორც ყოველთვის სათქმელი ლექსი :)
1. როგორი კარგი, მართალი ლექსია, ასე მგონია მე დავწერე, შენ გაიხარე ავტორო! ძალიან მესიამოვნა
საქართველოა ყოველმხრივ ნიჭიერების სალარო . როგორი კარგი, მართალი ლექსია, ასე მგონია მე დავწერე, შენ გაიხარე ავტორო! ძალიან მესიამოვნა
საქართველოა ყოველმხრივ ნიჭიერების სალარო .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|