ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 მარტი, 2024


სარა ტისდეილი - საჩუქარი

რა შემიძლია, საყვარელო, მოგცე სანუქფოდ,
თუ წილად მერგო თვით სამყარო - შენი ალავი,
განმაცდევინე სიხარულის, შუქის საუფლო,
დედამიწის და დაუმცხრალი ზღვების მფარავი.

რაც გამაჩნია, არის შენგან ნასახსოვრები,
სიახლეს ვეღარ გაგრძნობინებს დანაბრუნები,
დაიქანცება შენი სული ხანგრძლივ ცხოვრებით,
ჩემი სიცოცხლის სარკის ჭვრეტით განაბრუები.

ნაცვლად რას მოგცემ, საყვარელო, ჩემო ბატონო,
რითიც შეწყდება უდარდელი გულის სუფევა? 
დადგება ის დღე, როცა ვიგრძნობ უნდა დაგტოვო,
მიგატოვებ და მოგანიჭებ თავისუფლებას.

1 მარტი, 2024 წ.


Sara Teasdale - The Gift

What can I give you, my lord, my lover,
You who have given the world to me,
Showed me the light and the joy that cover
The wild sweet earth and restless sea?

All that I have are gifts of your giving-
If I gave them again, you would find them old,
And your soul would weary of always living
Before the mirror my life would hold.

What shall I give you, my lord, my lover?
The gift that breaks the heart in me:
I bid you awake at dawn and discover
I have gone my way and left you free.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები