ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2024


გიწყებ თავიდან

აღარ ხმაურობს გულში ფორტე, ვუსმენ პიანოს,
იქნებ და, რამე მოხდებოდეს,
ამ ცივ იანვარს...
არ ეგუება
ფიქრი- მტრედი აზრებს სიბერის,
გუშინ საითაც მივიწევდი,
დღეს ვერ მივედი...
ან რა აზრი აქვს გულსამშვიდად ამდენ "ვითომებს",
ნაღდს თუ ვერ გაგნებ, თავსატყუვრად
გამოგიგონებ!
ნეკნიდან კი არ,
შეგქმნი მაჯის ფეთქვა- ჩქამიდან.
გავიდა კვირა,
ვერ გიჩემე,
გიწყებ თავიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები