ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რითმულა
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2024


სამმა ხატებამ

სამმა ხატებამ სამ არსად შეგკრა
და სამეულის შენ გაქვს ნათება,
არდავიწყებას შენ უნდა მისცე
რომ ღმერთმა შეგქმნა თვისდა ხატებად!

ტაძარს ფეხს შესდგამ-გულით ილოცე
გონებას მიეც სულის საუნჯე,
თორემ არარად დაგრჩება მხოლოდ
მუხლის ტყვავება ფუჭად, გაურჯელს!

ღმერთი შენ არ გთხოვს "ლოცვად ჩავარდე"
"მუხლმოდრეკილი" მასთან მივარდე,
ფარისევლურად  ცოდვათ შენდობილს
იქედან წასულს ასმაგ სცოდავდე.....

სინანულს-ნამდვილს ძალა აქვს დიდი
დღეს შეინანებ? ხვალ უკეთ ივლი!
უფალს მიაგე პატივი, რიდი
სულიერების სიმშვიდე-ნიჭი!

სამმა ხატებამ სამ არსად შეგკრა
და სამეულის შენ გაქვს ნათება,
ღმერთი შენშია-შენ მასში ცოცხლობ
და მან შენ შეგქმნა თვისდა ხატებად!

                                                   
27. 07. 2014


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები