მე ისეთი შეგრძნება მაქვს, აჰმედ, რომ თქვენ ყველას, მთელ არმიას, ალბათ არც დაგსიზმრებიათ და ეს შეგრძნება ყველაზე ზუსტად ასე გადმოიცემა:
"მე სპორტული მანქანა ვარ ვიდეო თამაშიდან."
რამდენჯერ ხდება...
დღეში რამდენჯერ, როცა დავდგები ერაყის ერთ ერთ ბორცვზე - სულ ერთია რომელზე - და გავყურებ ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილს, ოქროსფერ ლანდშაფტს და არარსებობს, რომ სადღაც, რომელიღაცა სოფელი არ მოვლანდო.
ვუყურებ ამ სოფლებს, მერე თქვენ გეკითხებით, რა ადგილია ის?!..
და როცა პასუხს ვერ ვიგებ, როცა არც ერთმა ჯარისკაცმა არ იცის არაფერზე არაფერი, მეც ფეხები ამ დასახლებისკენ მიმიწევს...
რადგან .. არ ვიცი, მგონია რომ იქ ყველაფერი ჯადოსნურადაა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ჩემგან ძალიან შორსაა.
შორსაა იმ ომისგან, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული; შორსაა უწყლობისგან; შიმშილისგან და კიდევ ალაჰმა უწყის რა უბედურობებისგან.
და როცა ნაბიჯს გადავდგავ რომელიმე სოფლისკენ, ჩემი მთელი სხეული ციმციმს იწყებს.
ჰოდა, აჰმედ, ხომ გახსოვს, ზუსტად ასე ხდებოდა ჩვენ ბავშვობაში, როცა ვიდეო თამაშში სპორტული მანქანით დავიღლებოდით ერთმანეთთან შეჯიბრით და მოვინდომებდით გზიდან გადასვლას; მანქანა ციმციმს იწყებდა მანიშნებლად იმისა, რომ ის არასწორ გზაზე დადგა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესო . საინტერესო .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|