ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2024


ჩვენი მოდენა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩვენი მოდენა

(ბოლო გამოკვლევებით, სამარხში აღმოჩენილი,  ხელჩაკიდებული წყვილი ჩონჩხი, ე.წ. ,,მოდენელი შეყვარებულნი”- მამრები არიან)

მზეში - კალია.
გადახუნდა, რაც სამკალია.
ხსოვნამ გალია
ჩვენი გალია,
მოდენა ჩვენი,
სიყვარული ჩვენი -  მოდენა!

ვამბობდით ასე,
ვიქნებით ერთად,
ვით “მოდენელი შეყვარებულნი”
ვერც სიკვდილამდე,
სიკვდილის მერეც ვერაფერი დაგვაშორებსო.
მწოლიარენი,
სიგიჟის მერე მთვლემარენი, ხელჩაკიდული,
გინდაც  დაგვიჭკნეს ყველა კიდური.

- გინდა, ეგ წყვილი,
სამარადისოდ გადაბმული,
ჩარჩოში ჩავსვათ,
საძინებელში ჩამოვკიდოთო,
- არა, საწოლის თავზე  ჩონჩხები ნამეტანია,
სადმე კუთხეში დავკიდოთ- მეთქი.
გეუბნებოდი ფარულად მფეთქი-
- იყოს საჩვენოდ,
და სხვას არ ვაჩვენოთ!

ამ დროს კი ღმერთი,
ღმერთთან ერთად,
მეცნიერება  ისტორიული
და კიდევ ანთროპოლოგიური,
თავს დაგვცინოდნენ,
დაგვაცადეთო,
მერე  გაიგებთ,
არიანო  ორთავ -მამრები,
აი, ესაა აღმოჩენა, ფიქრთა ამრევი!

(ამის წამკითხავ ზოგ მეგობარს  ჯერ ძალიანაც ნუ უხარია,
რაც ამას მოსდევს,
მათთვის ფრიად საწუხარია).

რაკი კულტურა ასე გვასწავლის,
რაკი  მაშინდელ
ჰომოსექსუალ წყვილთა  დაკრძალვას
ედო აკრძალვა,
ესენი  ომში ერთად  მებრძოლი
დახოცილი  მეომრები
ბიძაშვილები,
ან მეგობრები არიანო,
ბრძოლაში ერთად ვინც იხოცება,
ერთად მარხავენ,
ელის მომავალს აღმოჩენა და გაოცება,
ბევრიც გაქრება,
მომავალთა ივიწყებს კრება,
ზოგიერთისა - ხსოვნა -  არასდროს წარიხოცება.

გაიგე, ღამევ თეთრო,
თეთრო
პირმთვარიანო?
შეყვარებულნი კი  - არა და არ არიანო…

მოდენა ჩემო,
ჩემო მოდენა,
ცრემლების გახსოვს ის უხმო დენა?
აღმოჩენებმა უკანასკნელმა
ეს რამოდენა ფიქრი მოდენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები