ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რითმულა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2024


უზნეობამ დრო გააჩერა

უზნეობამ დრო გააჩერა:
"საით უბიროვ?......სად გიძევს სავალი?
ვერ ხედავ? შენი ტურნე დასრულდა
და ავანტურა გახდა მავალი!"

"ეგოიზმი და შური გასქელდა
სულს ვერ ითქვამენ ხორხოც-ხარხარით,
შეიმუშავეს მავნე ხრიკები
და ზნეობასთან გახდნენ ჯიქები!"

"იმონებს გონებას, იმონებს სულს
ჰგონიათ ღვთისკენ გზა და სავალი,
ყალბი ლოცვანი და პირჯვრის წერა
არის ტყუილი გამოსავალი!"

"ცხოვრების წესად აქციეს ზიზღი
უტეხობა და არ გამტანობა,
თავი პირუთვნელ ღმერთის შვილებად
მოაქვთ ნაძირალთ! ამპარტავნება!"

".....როგორც მე მახსოვს.....დრო წარსულია
სიკეთით განვლილს უსაზღვრავ აწმყოს
და მისი აწმყო მომავალია
თუკი სიკეთე კვლავ მასში ფასობს...."

"მაგრამ სად არის სიკეთე? კარგი?
აღარავის სურს ზედმეტი ბარგი,
შეგრჩა ჯიუტი ეს პედანტიზმი
მხოლოდ ისრები და მექანიზმი...."

"......დასრულდა ჟამო.....დასრულდა რბოლა!
ხომ ხედავ? მე ვარ შენი "რეფერი"
და ამ რბოლასთან ერთად დასრულდა
დრონი მეფობენ არა მეფენი!"


04.04.2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები