ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2024


დარდის დღიურიდან

სხვა ცხოვრებაში გელოდები, შევხვდეთ, იქ მოდი...
გამოვასწოროთ შეცდომები, შევქმნათ თავიდან!
გულთმისანივით ხომ ხვდებოდი, მე რას ვფიქრობდი,
მგონი, მიცნობდი ჩემი ყოფნის დასაბამიდან...
ასე მგონია, გაემგზავრე სადღაც, შორეთში,
სადაც კავშირი ცალმხრივია და არ არღვევენ!..
სხვა ცხოვრებაში არ ვიქნები ალბათ პოეტი,
შენი თვალები სარკმელივით გამომაღებენ...
არც ჟურნალისტი არ ვიქნები, გაძლევ პირობას,
ვიქნები ალბათ, უფრო მშვიდი დიასახლისი...
ახლაც მიღიმი შორეული სანაპიროდან...
მე კი ვდგავარ და ცას შევყურებ ჩვენი სახლის წინ...
სხვა ცხოვრებაშიც გვეყოლება ძაღლი "ტოტოშა",
აღარ დავტოვებთ სახლში მარტო, პატრონგარეშე...
რაღაც სათქმელი მაინც დამრჩა შენთვის, როგორც ჩანს,
სხვა ცხოვრებაში მოგიყვები, ჩვენს ყურთბალიშზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები