ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2024


რწმენა როგორც გასამრჯელო

დრო კი არა გვაქვს,ლოდინის,კმარა,
დრომ ათასწილად გაგვაათკეცა,
ძალით მორჩილი,ძალითვე წავა,
გადაიქცევა სიზმრის ამ მხეცად,
ჩვენი ქართული რუსულს აგემეს,
დაგემოვნების მწარე დარდია,
დასდევენ ქუჩად ვითომ საცემებს,
თითქოს ყველას აქვს თავის ვარდია,
რეკავენ ისევ უშვერ ზრახვებით,
რუსული სისხლის მდარე დინება,
ასე არავის შეუყვარდებით,
და სული თქვენი გაირინდება,
ისეთი მოდგმა აღარ მოგინდათ,
თავი შეაკლას მტერს და იომოს,
გამოასვენეს ვიღაც მორგიდან,
ალბათ გერჩიან გალაქტიონო,
მუდამ რომ წერდი თავისუფლებას,
ილიას ტყვია წიწამურიდან,
გამოიკეთებ ამით გუნებას,
თუ გამოგაგდეს სამსახურიდან?
სიტყვა ქართული რუსულს შეაბეს,
მწერლების ჯვარი კი ისევ სექტა,
შენ კი უყურებ ისევ მოამბეს,
მთავრობამ შენთვის რომ გაიმეტა,
რა ხალხი მერე თურმე ნარჩევი,
გაყიდულები ლუკმა პურზეა,
და აიქიუს რომ აქვთ სარჩევი,
არესმით სხვისი სძინავთ ყურზეა,
ტექნიკა ცოცხლობს ამერიკული,
ზნე წესი რუსებს უკვე წაართვეს,
და ომებიდან გამორიყული,
სდევენ ჯეელებს ვითომ წარმართებს,
ფუ მე მრცხვენია, თქვენი არვიცი,
ქართველი რო ხარ და თან რუსეთობ,
ფსევდო კულტურა მუდამ დაგიცდის,
ცოტა დააცა და თან ნუ ცელქობ,
ამ წელს ვიგემებთ ტყვიებს პლასტმასის,
და თან უგემურ სიტყვებს კრემლიდან,
დალაქივით რომ დაგვდევს კაცმაცი,
გამოარჩევენ ჭკუით ბევრისგან,
არც ერთი ვარგა, ვინმე მეორედ,
არც სხვისი მინდა არცა ნისია,
გადბრუნდება ერი მეორედ,
და დაერქმევა მასაც ''სხვისია'',
ერთია ცუდი, მეორე უფრო,
მესამეც, მაგრამ ჯერ არ გვინახავს,
დაფრინავს დრონი იმედის უფრთო,
ხალხი არაა ,სადღაც მინახავს,
მე მჯერა იმის რასაც ვენდობი,
შენც გჯერა?არა მარტო გმირების,
ფიქრები გვამცნეს ვიღაც მედროვის,
თურმე რუსულით არ ავირევით,
სახე ნაცვალი ხელისუფლება,
მონა ნაყიდი ბევრი ოქროთი,
სიტყვა დღეს არის ჩვენი უფლება,
და არამარტო ქუჩის ქოთქოთი,
მე მჯერა ჯვარის რომლის მაგვარი,
ჯერ არავის რომ აუკიდია,
ხილია უცხო ქვია გარგარი,
ისიც რუსეთზე გაუყიდიათ,
და იდეების კორიანტელი,
დადგა მაისად ჩვენთან გახსნილდა,
კიდევ ავანთოთ ერთი სანთელი,
თუ კი ცოდვები თქვენი გამხილდა,
ენა ,ერთობა,მამული,რწმენა,
და სიტყვის მსგავსად ბედის თამაში,
მეგობარს რუსეთს ვინც არქმევს ყველამ,
იცოდეთ მადა მოდის ჭამაში.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს