 | ავტორი: დებორა ჟანრი: თარგმანი 25 მაისი, 2024 |
#თარგმანები
სერგეი ესენინი
*** არც ვნანობ, არც გიხმობ, არც ვტირი, დავწყნარდი უკვე, გაივლის ყოველი, ვით თეთრ ვაშლისხეზე ორთქლი. ჭკნობის ოქროვნება ედება ამ სიჭაბუკეს, აღარ დაბრუნდება, ვერაფერს ვუშველი მოთქმით.
ვეღარ აძგერდები უწინ რომ გჩვეოდა ისევ, გულო, შეძრული ხარ, სიცივე მოგედო რადგან და თეთრი არყების შემოვლის რამ სიხალისე, ფეხშიშველს არ მიხმობს, რომ ფეხი მიწაზე დავდგა.
სულო მოწანწალის, შენელდი უფრო და უფრო, აღარ მომედება ბაგეზე კოცონი შენი, ო, ჩემო სინორჩევ, უკვე ჩავლილო და უქმო, არც თვალთა ელვაა, გრძნობათ მოზღვავება მშვენი.
უწიდელ სურვილთა მე შემოვიზღუდე არე, ცხოვრებავ, მქონდი თუ მხოლოდ დამესიზმრე, ნეტა? თითქოს გაზაფხულის ხმაურში მთლად მოვიარე ცხენით ვარდისფერით ქვეყანა მე სიამეთა.
ყველანი, ყველანი ამქვეყნად გავქრებით, ვიცი, იღვრება ნეკერჩხლის ფოთოლთა სპილენძი წყნარად. შენ კი სამუდამო მადლი გიფარავდეს ამ ცის, ვინც მოხველ, იხარე, მოკვდი და შეერთე მარადს!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Сергей Есенин
* * * Не жалею, не зову, не плачу, Всё пройдёт, как с белых яблонь дым. Увяданья золотом охваченный, Я не буду больше молодым.
Ты теперь не так уж будешь биться, Сердце, тронутое холодком, И страна берёзового ситца Не заманит шляться босиком.
Дух бродяжий, ты всё реже, реже Расшевеливаешь пламень уст. О моя утраченная свежесть, Буйство глаз и половодье чувств.
Я теперь скупее стал в желаньях, Жизнь моя, иль ты приснилась мне? Словно я весенней гулкой ранью Проскакал на розовом коне.
Все мы, все мы в этом мире тленны, Тихо льётся с клёнов листьев медь… Будь же ты вовек благословенно, Что пришло процвесть и умереть!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა, რა საინტერესო კომენტარია. როგორ ავსებს ინფორმაციულად ლექსს! მადლობა მუხა, რა საინტერესო კომენტარია. როგორ ავსებს ინფორმაციულად ლექსს!
1. სერგეი ესენინმა თავისი ცხოვრების ურთულესი პერიოდიდან, მან ექვსი თვე საქართველოში გაატარა. საქართველო მისი დროებითი თავშესაფარი აღმოჩნდა, პაოლო იაშვილის,, ტიციან ტაბიძის,, ვალერიან გაფრინდაშვილის, ,სერგი კლდიაშვილის, გიორგი ლეონიძის და სხვათა თბილისური ბოჰემის წრეში. .საქართველოში სერგეი ესენინი განიმუხტა, განახლდა, სულიერი კრიზისი გადაიტანა, მას მერე ესენინი მოსკოვს, თავის პირვანდელ გარემოს დაუბრუნდა და ტრაგედიას თავს ვერ აღწევს.
"ლამაზო ბიჭო, სერგეი ესენინ"!-ასეთი გენიალურად უბრალო სტრიქონით მიმართავს შემდგომ ტიციან ტაბიძე. "გდიოდა ლექსი, შენ როგორც სისხლი,- მოურჩენელი გულის იარა, თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა"...
ესენინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ტიციანი შესაძრწუნებელი წინასწარმეტყველებით იტყვის:
" არ გამოცვლილა ხომ პოეზია... მუზები ცისკენ კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწვია. ჩვენც, ალბათ, სადმე ჩაგვაძაღლებენ"... სერგეი ესენინმა თავისი ცხოვრების ურთულესი პერიოდიდან, მან ექვსი თვე საქართველოში გაატარა. საქართველო მისი დროებითი თავშესაფარი აღმოჩნდა, პაოლო იაშვილის,, ტიციან ტაბიძის,, ვალერიან გაფრინდაშვილის, ,სერგი კლდიაშვილის, გიორგი ლეონიძის და სხვათა თბილისური ბოჰემის წრეში. .საქართველოში სერგეი ესენინი განიმუხტა, განახლდა, სულიერი კრიზისი გადაიტანა, მას მერე ესენინი მოსკოვს, თავის პირვანდელ გარემოს დაუბრუნდა და ტრაგედიას თავს ვერ აღწევს.
"ლამაზო ბიჭო, სერგეი ესენინ"!-ასეთი გენიალურად უბრალო სტრიქონით მიმართავს შემდგომ ტიციან ტაბიძე. "გდიოდა ლექსი, შენ როგორც სისხლი,- მოურჩენელი გულის იარა, თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა"...
ესენინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ტიციანი შესაძრწუნებელი წინასწარმეტყველებით იტყვის:
" არ გამოცვლილა ხომ პოეზია... მუზები ცისკენ კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწვია. ჩვენც, ალბათ, სადმე ჩაგვაძაღლებენ"...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|