რობერტ ფროსტი - აურჩეველი გზა
გზები იყოფოდა შემოდგომის ტევრში, გავლა მომიწევდა ერთი გეზის ეჯის, მარტოკაცი პირველ გზას ვიკვლევდი მზერით და დავლანდე ქვევით ქედის წანაშვერი, განაკიდის მიღმა ეშვებოდა ქეჯი.
ავირჩიე სხვა გზა, იმგვარივე ეშხის, მგონი, მიმიზიდა მეტი სიხასხასით, დაეფარა ბალახს, მოკრიალეს ლეშხით, მსურდა დამემჩნია ნაკვალევი ფეხის, ეს მეორეც იყო პირველი გზის მსგავსი.
ერთნაირი ჩანდა ორივე გზა დილით, ფეხდაუდგამ ფოთლით მოფენილი ჯერაც, პირველი გზით, ალბათ, სამერმისოდ ვივლი, თუკი მისკენ მავალს დავადექი ბილიკს, თუმც აქ დაბრუნების რაღაც არა მჯერა.
მოვუყვები ამბავს ოხვრითა და ხვნეშით, როს სიბერის ტვირთი დარდად დახვავდება, იყოფოდა გზები უღრანში და გეშით გავუყევი ნაკლებ თელილ გზაწვრილს ტყეში და ამაში იყო მთელი განსხვავება.
26 მაისი, 2024 წ.
Robert Frost - THE ROAD NOT TAKEN
Two roads diverged in a yellow wood And sorry I could not travel both And be one traveler, long I stood And looked down one as far as I could To where it bent in the undergrowth
Then took the other, as just as fair, And having perhaps the better claim Because it was grassy and wanted wear Though as for that the passing there Had worn them really about the same
And both that morning equally lay In leaves no step had trodden black. Oh, I kept the first for another day! Yet knowing how way leads on to way, I doubted if I should ever come back.
I shall be telling this with a sigh Somewhere ages and ages hence: Two roads diverged in a wood, and I— I took the one less traveled by, And that has made all the difference.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობა მუხა, დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, განსაკუთრებით მახარებს შესანიშნავი პოეტის, მთარგმნელისა და ლიტერატურის პროფესორის დადებითი შეფასება, იხარეთ ორივემ! დიდი მადლობა მუხა, დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, განსაკუთრებით მახარებს შესანიშნავი პოეტის, მთარგმნელისა და ლიტერატურის პროფესორის დადებითი შეფასება, იხარეთ ორივემ!
2. ფროსტის მიერ მეგობართან ხუმრობა - ხუმრობით შექმნილ ლექსში მთავარია ორი ფინალური სტრიქონი, რომელიც აფორიზმადაა ქცეული ინგლისურ ენაში, მაგრამ ქართველი მთარგმნელები და ინტერპრეტატორები დიდად არ სწყალობენ, თარგმნიან ისე, თითქოს ფროსტი ამბობდეს, გაუკვალავ გზას დავადექი და უმიტომ გავიმარჯვეო, მერე ახსენდებათ მერანი , ,, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო მაინც დარჩებაო” და რამდენჯერმე წავაწყდი, რომ სკოლაშიც ასე ასწავლიან. მთარგმნელს შესანიშნავად გაუკეთებია სწორედ ეს- მთავარი ნაწილი ლექსისა. ფროსტის მიერ მეგობართან ხუმრობა - ხუმრობით შექმნილ ლექსში მთავარია ორი ფინალური სტრიქონი, რომელიც აფორიზმადაა ქცეული ინგლისურ ენაში, მაგრამ ქართველი მთარგმნელები და ინტერპრეტატორები დიდად არ სწყალობენ, თარგმნიან ისე, თითქოს ფროსტი ამბობდეს, გაუკვალავ გზას დავადექი და უმიტომ გავიმარჯვეო, მერე ახსენდებათ მერანი , ,, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო მაინც დარჩებაო” და რამდენჯერმე წავაწყდი, რომ სკოლაშიც ასე ასწავლიან. მთარგმნელს შესანიშნავად გაუკეთებია სწორედ ეს- მთავარი ნაწილი ლექსისა.
1. კარგი თარგმანი. კარგი თარგმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|