ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2024


ნამუსის ახდა ლუკრეციასი 1

ნინო დარბაისელი

„ ნამუსის ახდა ლუკრეციასი“

    ინგლისური სონეტი

      (შექსპირის პოემაში მოთხრობილია, როგორ გააუპატიურა ოუნუსის შეგულიანებით  უფლისწულმა  ტარკვინუსმა მეგობრის,  მხედართმთავრის  - კოლტანუსის  ცოლი, რომელმაც ყველაფერი ქმარს უამბო და თავი მოიკლა, ხალხმა კი ბოროტმოქმედის ოჯახს სასჯელად  ქალაქიდან მოკვეთა გამოუტანა)

შენზე -  შექსპირი  პოემას დაწერს.
ბრიტენი შექმნის  შენზე ოპერას.
დე,  შენი ცოდვა ტარკვინუსს აწვეს,
საძინებელში ხმლით რომ  გეფერა!
შემოგახია,  რაც რამ გემოსა,
შიშით დაგიპყრო, არავინ გახლდა
და დაეხარბა ცოდვის  გემოსა
და გაუვიდა  ნამუსის ახდა.
მე მაინც ვფიქრობ, რომ მოძალადეს
გამოეყოფა რაღაცა შხამი,
აღარ დაინდობს, თუ რამე ანდეს,
ზედ დააცხრება მშიერი, ხამი.

რა სამართალი მოიძევება!
ქალს - სიკვდილი და კაცს - გაძევება?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები