ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2024


მკვლელი



თუ ვხდები მკვლელი,
მოთმინებით უნდა ვადევნო
ჩემში დაწყებულ პოეზიის უსიცოცხლობისკენ დაძრულ პროცესს თვალი,
როგორც უკანასკნელ ხელშესახებ მაცოცხლებელს,
მოთვინიერების არაუგვიანესობას,
რომელმაც დაშიფრულ სისტემაში
კვდომის როგორც ახალი სიცოცხლის საწყის ფუნქციას,
შეუცვალა დანიშნულება
და ჩამინაცვლა გადაჭარბებული წარმოდგენა:
საწყისსა და უწყვეტობას შორის
ლოგიკურ კავშირზე,
სინათლის ნისლთან თანაფარდობაზე,
მისტიფიკაციის უხერხულობასთან შესაბამისობაზე,
სიხარულის ზარ-ზეიმთან გაუცხოებაზე
- გულგრილობით,
რომელსაც ისე პირწმინდად ვერასოდეს მოვსპობ,
როგორც უანგარობის მიერ გადაბირებულ პოეტურ გარდამავლობას
უხმაურო მოუსავლეთში,
რომელმაც ბოლომდე  ვერც კი გამომიყენა.
თუ გავხდი მკვლელი,
ესეიგი მომინელა უუნარობამ,
ჩემივე ჩათვლით გამოიხმო ყველა ლექსიდან აურზაური
ავტორის ბიოგრაფიის ირგვლივ წამოწყებული,
კურიერის ხელში ჩაბღუჯული ხურდასავით
საგულდაგულოდ გადამთვალა სკანდალებად
მკითხველის ცნობისმოყვარეობამ
და გამომიჭირა
ტყუილში - თითქოს სიცოცხლეს
თაყვანი ვეცი,
თითქოს მის ემოციებს ავუწყე ფეხი,
არა და სახტად დარჩენილმა ისიც ვერასოდეს მოვახერხე,
შერჩეული მსხვერპლისთვის მეკითხა:
როგორ გაგიმეტო და იმ ტექსტებში ჩაგაშენო,
რომლის საფუძველშიც
ჩრდილის ანარეკლი ამოყირავდა?

7 ივნისი 2024 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები