კლერ ჰარნერი - ჩემს სამარესთან შეეშვი გვრინვას
ჩემს სამარესთან შეეშვი გვრინვას, მე იქ არა ვარ, შიგნით არ მძინავს, რადგან ქარი ვარ, ათასგან მქროლი და ანდამატის ციალი თოვლში, ვარ თავთავებზე დამდგარი ბაკმი და შემოდგომის სათუთი ნამი. როდესაც დილით არ ისმის ჩქამი, მისწრაფება ვარ ჰაერში ჩქარი წყნარი ჩიტების ფრთამალი გუნდის, დღის სინათლე ვარ, შემცვლელი ბუნდის. ჩემს სამარესთან ნუ ტირი ჯავრით, მე იქ არა ვარ, არა ვარ მკვდარი.
9 ივნისი, 2024 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://en.wikipedia.org/wiki/Do_Not_Stand_at_My_Grave_and_Weep
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|